საქართველოს კონსტიტუცია – პრეამბულა

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

საქართველოს კონსტიტუცია-მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს
 
მასალის (ვებ-გვერდზე illuminati.ge) გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2017

https://illuminati.ge/2017/03/01/gancxadeba3/