სპეციალური განცხადება – საქართველოს კონსტიტუცია

სპეციალური განცხადება

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც აღიარებულია საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობა და განუყოფლობა, რაც დასტურდება 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით; საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც აღიარებულია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; რომ სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი; რომ სიკვდილით დასჯა აკრძალულია; რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; რომ ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია; რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; რომ  ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია; რომ დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება(27.12.2006 N4137); რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

მაშასადამე,

“ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-ში 2017 წლის 1 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს დიადმა, ეროვნულმა ორდენმა თავისი წვლილი შეიტანოს მოსახლეობაში საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ცოდნის გაღრმავების საკითხში, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია, გაეცნოს ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს (იგულისხმება საქართველოს კონსტიტუცია), ვინაიდან მისი ცოდნა და მისი უპირობოდ დაცვა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სიმტკიცისთვის და განვითარებისთვის!
ამ მიზნით ჩვენს ვებ-გვერდზე illuminati.ge სპეციალური გვერდი დაეთმობა საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ეტაპობრივად (და საერთო ჯამში სრულად) გამოქვეყნდება ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი.