სპეციალური განცხადება #6 ორდენში გაწევრიანება

ორდენში განხორციელებული ცვილელებების შემდეგ დადგინდა ორდენში გაწევრიანების მსურველთათვის ახალი წესები.

ორდენის კანდიდატი შესაძლებელია, გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც პირადი ნაცნობობა აკავშირების ორდენის რომელიმე წევრთან. ასევე, ორდენში გაწევრიანების თხოვნით შეუძლიათ მოგვმართონ იმ კანდიდატებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ პირადი შეხვედრა და გასაუბრება ჩვენს წარმომადგენელთან/წარმომადგენლებთან, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლეს ორდენში გაწევრიანება.

თუ გაწევრიანების მსურველი პირადად იცნობს „ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენის“ წევრს, აქვს უფლება, პირადად მიმართოს მას გაწევრიანების თხოვნით, გადასცეს მას პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენი ორდენის ელექტრონული ფოსტიდან (info@illuminati.ge ან geo.order.illuminati@gmail.com) დაელოდოს დამატებით ინსტრუქციებს და მითითებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას მომდევნო ნაბიჯი ორდენის წევრთან ურთიერთობაში. მანამ, სანამ ზემოთ მითითებული რომელიმე ელექტრონული ფოსტიდან არ მიიღებს გაწევრიანების მსურველი დადასტურების შეტყობინებას, რომ პირი, რომელიც მას გაეცნო, როგორც “ქართველი ილუმინატები – საქართელოს დიადი, ეროვნული ორდენის“ წარმომადგენელი, ნამდვილად წარმოადგენს ქართველი ილუმინატების ორდენის წევრს, არ გადასცეს მას სხვა ინფორმაცია.

თქვენ დაცული რომ იყოთ თვითმარქვიებისგან და მცდარი ინფორმაციისგან, ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@illuminati.ge ან geo.order.illuminati@gmail.com

გაფრთხილება: ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ პირისგან, რომელიც გაგეცნობათ, როგორც ჩვენი ორდენის წარმომადგენელი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენთან შემდეგ მისამართებზე: info@illuminati.ge ან geo.order.illuminati@gmail.com

აქვე გაცნობებთ, რომ „ქართველი ილუმინატები –  საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ იყენებს მხოლოდ ამ ელექტრონულ ფოსტას: info@illuminati.ge ან geo.order.illuminati@gmail.com