სპეციალური განცხადება #5 “ილუმინატების საერთაშორისო ორდენი”

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2017 წლის სექტემბრიდან დავიწყოთ მუშაობა „ილუმინატების საერთაშორისო ორდენი – International Order of Illuminati“ (ისო-IOI) დაარსების საკითხზე.

ჩვენ გვესმის, რომ წინ დიდი და რთული გზა გველის გაუთვალისწინებელი თუ წინასწარ გათვალისწინებული შესაძლო დაბრკოლებებით, თუმცა, გვჯერა გარდაუვალი წარმატების. ეს უნიკალური წამოწყება საქართველოსთვის უდიდესი ისტორიული მოვლენაა რომელსაც თავისი ნათელი მიზნებიდან გამომდინარე მხოლოდ პოზიტიური მხარე აქვს. მზად ვართ სიფრთხილით, გონიერებით და მოთმინებით მივყვეთ გეგმას, რომლის დიდი ნაწილიც მკაცრად გასაიდუმლოებულია და ცნობილია მხოლოდ საძმოს წევრებისთვის.

„ილუმინატების საერთაშორისო ორდენი – International Order of Illuminati“ (ისო-IOI) იქნება ინტეგრაციის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ერებისა და სხვადასხვა საზოგადოებების დაახლოებას. ურთიერთობების გაღრმავება მეცნიერული, კულტურული, ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით მნიშვნელოვანია განვითარებისა და გაძლიერებისთვის. სწორედ პროგრესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ XXI საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობები არ წარმოადგენს ურთიერთობებს მხოლოდ ქვეყნის ლიდერებს შორის, რამაც უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახადა პლანეტა. ჩვენი ახალი წამოწყება ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში და დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, მტკიცე კავშირი შექმნას ცივილურ მსოფლიოსთან. დიდი მიზნები დიდ რესურსს მოითხოვს! ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღოთ ორდენში ნათელი მიზნების მქონე ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას, იშრომონ პროგრესისთვის. საჭიროა ახალი თაობის ახალგაზრდული ენერგია და მიზანსწრაფულობა, ხოლო ძველი თაობის სიდინჯე და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულ მთლიანობაში მოდის. თითოეულ თქვენგანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, შეუძლია შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ. დედამიწა ჩვენი დიდი ოჯახია, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ, მოვუაროთ და განვავითაროთ!

არსებობს გამონათქვამი: „ “სულს” სძინავს “ქვაზე”, თვლემს “მცენარეში”, იღვიძებს “ცხოველში”, ცხოვრობს “ადამიანში” და ბრწყინავს “ანგელოზებში”! „

გისურვებთ, ბრწყინავდეთ „ანგელოზებში“!

თქვენი „ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“