სპეციალური განცხადება #4

ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენის წევრთა 2015 წლის ნოემბრის თვის შეთანხმებით, 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით ორდენში აიკრძალა პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე მსჯელობა. აკრძალვა შეეხო ორდენის სახელით პოლიტიკური ან რელიგიური განცხადებების გაკეთებას. იმავე 2015 წლის ნოემბრის თვის გადაწყვეტილებით, ამგვარი აკრძალვები უნდა გაუქმებულიყო 2017 წლის სექტემბრის თვიდან. მაშასადამე, ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენის წევრთა გადაწყვეტილებით ორდენში დასაშვებია რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა, რომლის ერთადერთ მიზანს ორდენის წევრთა ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს, თუმცა, დაუშვებელია ილუმინატების ორდენმა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარი დაუჭიროს. დაუშვებელია კანდიდატს ორდენში წევრობაზე უარი ეთქვას პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებების გამო.

ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც საუბარი და მსჯელობა სხვა საკითხებზე, აბსოლუტურად მისაღებია ცოდნის გაღრმავების მიზნით, მსჯელობა ურთიერთპატივისცემით, თუნდაც წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, სადაც ბუნებრივად შენარჩუნებული იქნება და-ძმური, ჰარმონიული გარემო.

პატივისცემით, ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი