საგანგებო განცხადება #1

s

დღეს არ არის დრო ვრცელი განცხადებების გაკეთების, დღეს არ არის დრო ვრცელი სტატიების წერის, დღეს არ არის დრო, ადამიანებმა ერთმანეთი დაყონ პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით, რადგან დღეს ჩვენ ვხედავთ პირდაპირ თავდასხმას თავისუფალ მედიაზე, მაშასადამე თავდასხმას თავისუფლებაზე!

დღეს არის დრო გაერთიანების, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის თავისუფლება, დავიცვათ სიტყვის თავისუფლება რადგან ჩრდილოვან მტერს, თუ ვინმე სხვას, ვინც არ უნდა იყოს ის, არ მივცეთ ჩვენი მომავლის ფერფლად ქცევის საშუალება. იქ, სადაც კვდება თავისუფლება, იწყება ერის, ხალხის და საზოგადოების განადგურება.

ეს ის მინიმუმია, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს.
სადაც არ უნდა მიდიოდეს ბრძოლა თავისუფლებისთვის და სადაც არ უნდა იყვნენ თავისუფლებისთვის მებრძოლნი, იქვე უნდა გაჩნდნენ დანარჩენებიც. ის, ვინც იცავს თავისუფლებას, შემდგომში თავისუფლება ხდება მისი დამცველი.

საქართველოს თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია, მომავალში დღეის სწორს ერთმანეთს მიულოცავენ სინათლის თუ სირცხვილის დღეს. დღეს, როდესაც გაიმარჯვეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში თუ დღეს, როდესაც უარი თქვეს ამ ბრძოლაზე. ჩვენ ჩვენი ორდენის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე კარგად გვესმის, რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლებისთვის დევნის სიმწარე და არ უნდა დავუშვათ, რომ იგივე გამოსცადონ მომავალმა თაობებმა.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პროცესებზე, რომელიც დამოუკიდებელი მედიის გარშემო ვითარდება და იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს თავისუფლება. დღეს თითოეული წუთის დაკარგვა არის ისეთი დანაშაული, როგორიც უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა. საუკეთესო სურვილებით, ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი