ილუმინატები და აშშ-ს კონსტიტუცია

                                    constitution_of_the_united_states_page_1

ჩვენ ჩვენი  სათანადო ანალიზის საფუძველზე გაგვაჩნია პირადი მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1969-1986 წწ.) და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 200 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარე ოურენ ე. ბერგერი დაწერილ სიტყვაში, სადაც ის განმარტავს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მნიშვნელობას, იქვე მეორე აბზაცის ბოლო წინადადებაში გულისხმობს ილუმინატთა მიგრაციას აშშ-ის კონტინენტზე:

“მე-18 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მთელს მსოფლიოში არცერთი სხვა ერი არ იცნობდა ხელისუფლების დაყოფისა და გამიჯვნის პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმებს, არსად სხვაგან არ ეპყრათ ხელთ ძალაუფლება მათ, ვინც თავად მართულია. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა 1776 წელს, როდესაც გამოცხადდა ”დამოუკიდებლობის დეკლარაცია”. მას მოჰყვა კონსტიტუცია, რომელიც შეიქმნა 1887 წელს ფილადელფიაში, რასაც 1791 წელს დაემატა უფლებათა ბილი. თითოეული მათგანი დასაბამს იღებს ინგლისური უფლებათა ბილისგან, Magna Carta”_სგან და სხვა დოკუმენტებისგან.

55 კაცის ნაღვაწმა 1787 წელს ფილადელფიაში კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა სამეფო ხელისუფლების ღვთაებრიობის იდეას. თავისუფლებამ, რომელიც ნიაღვარად მოედინება ამ კონსტიტუციისგან, ხელსაყრელ პირობათა მთელი სამყარო შექმნა. მას შემდეგ მოაწყდნენ ჩვენს ნაპირებს ჩაგრულთა და უპოვართა მასები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მათ შორის იყვნენ სხვებიცგანათლებულნი და შეძლებულნი, – რომლებიც ახალ სიცოცხლეს და ახალ თავისუფლებებს ეძიებდნენ ახალ ქვეყანაში.

აი, ამაში მდგომარეობს ჩვენი კონსტიტუციის მნიშვნელობა.

უმთავრესი რამ, რასაც მიზნად ისახავს კონსტიტუციის ორას წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისია, ეს არის ხელის შეწყობა იმისთვის, რათა უკეთ შევაფასოთ და შევიმეცნოთ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორია, რადგან ის თითოეული ჩვენთაგანისთვის ჭეშმარიტად მოქალაქეობრივი გაკვეთილია. ამ გაკვეთილს ჩვენ ვერ ვისწავლით, თუ უპირველეს ყოვლისა არ წავიკითხეთ ეს შესანიშნავი დოკუმენტი და ღრმად არ ჩავწვდით მის მნიშვნელობას, დოკუმენტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველია მის მსგავსთა შორის.”