XIX საუკუნე-ილუმინატების შემოსვლა საქართველოში

200 წლის წინ რუსეთის იმპერატორმა გამოსცა პროგრამული ხასიათის წერილობითი მიმართვა, რომლის მიხედვითაც გერმანელებს იმპერიის მიწებზე დასახლების შემთხვევაში ექნებოდათ პრივილეგიები. მათ უნდა გადასცემოდათ მიწები, გათავისუფლდებოდნენ სამხედრო სამსახურისგან და ექნებოდათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება. პირობები გერმანელებმა მოიწონეს და 1817 წლის 21 სექტემბერს ვიურტემბერგელი შვაბები ჩამოვიდნენ თბილისში. გერმანელების შემოსვლით დაიწყო ილუმინატების ორდენის დაარსების ისტორია საქართველოში. მათ შორის იყვნენ “ბავარიელი ილუმინატების“ შთამომავლები. ეს მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ 1776 წლიდან 1817 წლამდე  41 წელი იყო გასული და შეიძლება არა მხოლოდ შთამომავლები, არამედ თავად “ბავარიელი ილუმინატების“ ნაწილიც ყოფილიყო მათ შორის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე დააფუძნეს ილუმინატების გერმანული ორდენი და მას “გერმანული ერთობა“ უწოდეს. თავიდან ორდენში მხოლოდ გერმანელები იყვნენ, შემდგომში ქართველებმაც დაიწყეს გაწევრიანება. მეცხრამეტე საუკუნეშივე ქართველები საძმოს წევრებთან შევიდნენ წინადადებით, რომ მათ სურდათ ყველა ქართველი გამოყოფოდა “გერმანულ ერთობას“  და შექმნილიყო ილუმინატების ქართული ორდენი. გერმანელებს კარგად ესმოდათ, რომ ქართველების მოთხოვნა ლეგიტიმური იყო, თუმცა, ორდენის ორად გახლეჩა არც ერთ მხარეს არ უნდოდა. დიდი შრომის და მრავალი მოლაპარაკებების შემდეგ, ისე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესები, შედგა მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი შეთანხმება. “გერმანული ერთობა“ შეიცვალა და ჩამოყალიბდა “ქართველთა და გერმანელთა ერთობა, ილუმინატების ქართული ორდენი“. მისი წევრები მეცხრამეტე საუკუნეშიც იყენებდნენ კონსპირაციას და საიდუმლოდ მოღვაწეობდნენ საქართველოში. ხოლო მომდევნო საუკუნეში საბჭოთა კავშირმა განაგრძო ილუმინატების დევნა და 1941 წლამდე ყველა ილუმინატი, რომელთა იდენტიფიცირებაც შეძლეს, გადაასახლეს საქართველოდან. დაახლოებით იმავე პერიოდში დაიშალა “ქართველთა და გერმანელთა ერთობა“. საბჭოთა კავშირი აკეთებდა ყველაფერს, რომ გაენადგურებინა საძმოს არსებობის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი. მაშინდელი ორდენის არქივები ბოლომდე გაანადგურეს ან გადამალეს სპეცსამსახურებმა. ქართველი ილუმინატების იმ ნაწილმა, რომელიც გადაურჩა გადასახლებას… და გადაურჩა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ მოახდინა მათი იდენტიფიცირება, შეძლეს და საბჭოთა კავშირის პერიოდში საიდუმლოდ დააფუძნეს “ილუმინატების ქართული ორდენი“, რომელიც თითქმის არ ფუნქციონირებდა. მისი დაარსების მიზანი შთამომავლობისთვის ინფორმაციის ზეპირი ფორმით გადაცემა იყო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომავალ თაობებს გაეგრძელებინათ ილუმინატის საქმე. ისინი ინფორმაციის გაჟონვისგან მაქსიმალურად უნდა ყოფილიყვნენ დაცულები, ამიტომ ახალ წევრს იშვიათად იღებდნენ. იმ ქართველებს არასდროს დაუკარგავთ ბნელი საბჭოეთის დაცემის და ილუმინატების ორდენის აღდგენის რწმენა და ასეც მოხდა. 2015 წელს დაფუძნდა “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ და 2015 წლიდან დავიწყეთ ჩვენ მუშაობა.