სპეციალური განცხადება!

13318778_287730618232381_470259239_n

 

კითხვებით ხშირად გვიკავშირდებიან ილუმინატით დაინტერესებული ინდივიდები, რომლებიც პასუხებს ეძებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მოვუსმინოთ ადამიანებს, რადგან თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მივესალმებით ყველა საინტერესო შეკითხვას, რომლის მოსმენის შემდეგაც აშკარაა, რომ კითხვა დაიბადა გონიერი ინდივიდის ადეკვატური აზროვნებისა და ფაქტების ჯეროვანი ანალიზის შედეგად, თუმცა, სამწუხაროდ არიან სხვებიც, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ხალხი. სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით Facebook-ზე მომრავლდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების სახელს ამოფარებული “ინტელექტუალი მეძავები“, რომელთაც არ აწყობთ ილუმინატის, როგორც საქართველოში ერთადერთი ჭეშმარიტად ეროვნული ორდენის, მოღვაწეობა, რადგან თავად არიან სხვა ქვეყნების ინტერესების დამცველები.

ასეთი ორგანიზაციები სამ ნაწილად დავყავით:

1.ნაწილი ასეთი ორგანიზაციებისა ოფიციალურად აცხადებს და არც მალავს, რომ არის სხვა ქვეყანაში ავტორიზებული ორგანიზაციის წარმომადგენლობა.

2.ნაწილი ასეთი ორგანიზაციებისა “ვალშია“ სხვა(1) (მათ შორის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ) ქვეყანაში ავტორიზებულ ორგანიზაციასთან, რადგან მათში მიღებული წესდებით, მაშასადამე, მათივე წესებით, უკანონო იქნებოდა მათი არსებობა ჩვენს ქვეყანაში, თუკი ამის სათანადო “ნებართვა“ არ ექნებოდათ სხვა(1) ქვეყნიდან.

ანტიპრობაგანდა მსგავსი ორგანიზაციებისგან გააქტიურდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენი წერილი/სტატია გავრცელდა 2015 წლის ნოემბრის თვეში მედიით, ხოლო მისი ანალოგი მოგვიანებით 2016 წლის 6 იანვარს ტელეკომპანია “მეგატვ“-ს საიტზე, სადაც უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული საბჭოთაკავშირის წყობილება

http://megatv.ge/2016/01/06/qartveli-iluminatis-weili.html

3.ნაწილი ასეთი ორგანიზაციებისა შესაძლოა მოსყიდულია და ფულის სანაცვლოდ ბრმად ასრულებს “შავ“ სამუშაოს.

პირველ, მეორე და მესამე ნაწილში მოხსენიებულ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ სხვის გარეშე არსებობა და მუდმივად სხვას უყურებენ ხელებში, ამით ყველაფერი ნათელია. გონიერი ადამიანი იოლად მიხვდება! მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, რომ არ გაებათ “ინტელექტუალი მეძავების“ მახეში, რადგან ყველა ასეთი ორგანიზაცია შედგება არაადეკვატური, უზნეო, ბრიყვი პარაზიტებისგან, რომლებიც იმის მორგებას ცდილობენ, რაც არ ეგებით, ემსახურებიან სხვისი მიზნების განხორციელებას და საჯარო განცხადებებში თუ პირად საუბრებში აქტიურად ეწევიან ილუმინატის ანტიპროპაგანდას.

სენსაციების მაძიებელ ე.წ. ჟურნალისტებზე და ე.წ. მწერლებზე ადრეც გვისაუბრია, რომ გაყიდვაზე ორიენტირებულნი არ ერიდებიან სიცრუის ტირაჟირებას და სწორედ საკუთარი პიარისთვის ეხებიან ილუმინატის ისტორიას, წარსულს და დღევანდელობას, რათა როგორმე “ვიღაცის“ ყურადღება მიიქციონ, თუმცა, ამით ისევ და ისევ საკუთარ თავს აგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. პრესის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი წერდა: “თავისუფალი პრესა, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. ჟურნალისტთა დავალება მდგომარეობს იმაში, რომ სიმართლე გაანადგურონ, მუშტის სიმსხო ტყუილები მოგვიყვნენ, მოვლენები დაამახანჯონ და თვით… თავისი ყოველდღიური პურისათვის თავი გაიყიდონ და არიან, თუ მეტი არაფერი, ინტელექტუალი მეძავები.“ ასეთი “ინტელექტუალი მეძავები“ ჩვენს თანამედროვე ჟურნალისტიკაში კი არა უკვე ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელობებში არიან, როგორზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ჩვენ, როგორც საქართველოს ეროვნული ორდენი, თავს ვალდებულად ვთვლით, გაგაფრთხილოთ, რათა არ გაებათ არაადეკვატური, უზნეო, ბრიყვი პარაზიტების მახეში. ვინც გაფრთხილებულია, ის დაცულია!