თორნიკე-ლუკა ქართველიშვილის წიგნი “ეზოთერული სიმბოლოები”

13181142_277165392622237_1872826771_n

2016 წლის 6 მაისს გამოვიდა ხელოვანის და ეზოთერიკოსის თორნიკე-ლუკა ქართველიშვილის ახალი წიგნი “ეზოთერული სიმბოლოები“, სადაც სხვა ეზოთერულ სიმბოლოებთან ერთად შესულია ილუმინატის სიმბოლოები.

ავტორი:

                https://www.facebook.com/TornikeLukaQartvelishvili/?fref=ts

                 https://www.facebook.com/TornikeQartveli?pnref=story

წიგნის შეძენა:  http://lit.ge/books/2-181892-tornike-luka-qartvelishvili/

ამონარიდი წიგნიდან “ეზოთერული სიმბოლოები

”                                                        შესავალი

               ეზოთერული სიმბოლოები წარმოადგენენ მსოფლიოს უძველესი და უდიდესი წარსულის ნაწილს, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ. დღეს, XXI საუკუნეში, როდესაც კაცობრიობამ უდიდესი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა, დავიპყარით ცოდნის ახალი მწვერვალები მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში და გზა გავუხსენით ახალი მწვერვალებისკენ მიმავალ ბილიკებს, სიმბოლოებს თავიანთი მნიშვნელობა არ დაუკარგავთ. ცოდნის გაღრმავებასთან ერთად გაიზარდა მათი პოპულარობა. სიმბოლოების კვლევა არქეოლოგიურ გათხრებს ჰგავს, სადაც შესაძლებელია გადააწყდეთ დაფარულ ინფორმაციას, უცნობ ფაქტებს, როგორც დიდი ახალი აღმოჩენების დასაბამს.

                        ზოგჯერ იტყვიან: “რა დანიშნულება აქვს სიმბოლოს?“ , თუმცა, არ არსებობს ამ კითხვაზე პასუხის გამცემი, არსებობს მხოლოდ ეს: “ვინ ხარ შენ და რისთვის გჭირდება ის?“ რადგან ეზოთერულ სიმბოლოებს მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება გააჩნიათ და გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი სიღრმისეული კვლევა, რადგან ის არის “დასმული კითხვა“ და “ნათქვამი პასუხი“. ის შეიძლება იყოს გზა “ატლანტიდისკენ” ან გზა “არსაით“, იყოს ყველაფერი ან არაფერი, მას არ შეიძლება ეწოდოს “კარგი“ ან “ცუდი“, რადგან ყველაფერი მაძიებელზეა დამოკიდებული, მკვლევარზე, მეცნიერზე, რომელიც შემეცნების ლაბირინთში მოგზაურობს. ისტორიულ ძეგლზე აღმოჩენილმა რომელიმე სიმბოლომ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ძეგლის, ქალაქის, ქვეყნის ან მსოფლიოს ისტორიაც კი. აი, მაგალითად, დედაქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც “ძველი თბილისი“ ეწოდება, არის უამრავი სახლი და შენობა რომელთაც საკუთარი ისტორია გააჩნიათ. მათი სადარბაზოები, აივნები და ფასადები დამშვენებულია სხვადასხვანაირი სიმბოლოებითა და ორნამენტებით. მრავალ გაცხადებულ და ამ დრომდე ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს ადამიანთა უყურადღებობისგან ოდნავ ფერგადასული მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ხასიათით ნასაზრდოვები შენობა-ნაგებობათა არქიტექტორული მრავალფეროვნება, რომელიც ამაყად ინარჩუნებს ძველი დიდების ელფერს, როგორც მსოფლიო კულტურის საუკეთესო ნიმუში; ეს ყოფილა ბუნაგი “ლომთა“ და “არწივთა“, სახლი მეფეთა და თავშესაფარი უპოვართა. აქ მოღვაწეობდნენ განათლებულნი და ცნობილნი, მისით ინტერესდებოდნენ დიდი მეცნიერები, ხელოვანები, ფილოსოფოსები და უბრალოდ საიდუმლოს მაძიებელნი… რა იზიდავდა მათ? პასუხი აქვეა, ჩვენს თვალწინ… და თბილისის ეს ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა ღირსებებთან ერთად, ერთერთია, რომელიც საქართველოს ამკვიდრებს დიდი ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად.

                         წიგნში “ეზოთერული სიმბოლოები“ შეტანილია ჰამსა, ურობოროსი, ინი და იანი, სეფიროტის ხე (სიცოცხლის ხე), აუმი (ომი), ტრიკვეტრა (კელტური სამება), ჰექსაგრამა (დავითის ფარი), კადუცეუსი (ჰერმესის კვერთხი), ტაუ ჯვარი (წმინდა ანტონის ჯვარი), კელტური ჯვარი, ეგვიპტური ჯვარი (ანხი), წმინდა ბრიგიდის ჯვარი და სვასტიკა. ვინაიდან წინამდებარე ნაშრომი შეეხება სიმბოლოებს, გადავწყვიტე, ჩემი წიგნიდან “ილუმინატი – წინაპირობის გზა“ გამოვიყენო მეხუთე და მეექვსე თავები, სადაც საუბარია როგორც ილუმინატის, ასევე სხვა ეზოთერულ სიმბოლოებზე: პენტაგრამა, ლათინური ჯვარი (ქრისტიანული ჯვარი), წმინდა ნინოს ჯვარი (ჯვარი ვაზისა), იერუსალიმის ჯვარი, ბოლნური ჯვარი და ბერძნული ჯვარი (კვადრატული ჯვარი). ამით დასრულდა შესავალი ნაწილი ძვირფასო მკითხველო. გისურვებ წიგნთან ერთად დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებას. საუკეთესო სურვილებით ავტორისაგან!”

იხილეთ ასევე, წიგნი “ილუმინატი-წინაპირობის გზა” 

https://georgianilluminati.wordpress.com/2016/03/16/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2/