1 მაისიდან მოქალაქეთა მიღების საათები

                                12459754_211759559162821_1978308444_n

ილუმინატი არის კეთილშობილური წარმომავლობა, შეთანხმება, დიდი დინასტია (ორდენი), დიდი “სამეფო“, როგორც ერთი ოჯახი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შრომობდა ადამიანთა მოდგმის მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის. მკვლევართა ნაწილი ილუმინატთა გილდიების მოღვაწეობაზე საუბარს ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის ეპოქიდან იწყებს, თუმცა, ილუმინატების ორდენი, როგორც ორგანიზებული გაერთიანება, საზოგადოება, საძმო, XVIII საუკუნემდე არ არსებობდა. სწორედ XVIII საუკუნეში, 1776 წლის 1 მაისს, გერმანელმა ფილოსოფოსმა – ინგოლშტადტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა იოჰან ადამ ვაისჰაუპტმა, “ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი ჩამოაყალიბა ბავარიაში, რომელსაც მან “ძმა სპარტაკუსი“ დაარქვა.

1 მაისს თითოეული ილუმინატი საზეიმოდ აღნიშნავს. ჩვენ, ქართველმა ილუმინატებმა, ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, სიურპრიზი გავუკეთოთ საზოგადოებას და საფუძველი ჩავუყარეთ “მოქალაქეთა მიღების საათებს“, რომელიც 1 მაისიდან პერიოდულად გაიმართება თბილისში, ხოლო მომავალი წლიდან დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გასვლა, რათა ყველას თანაბარი შესაძლებლობა მიეცეს, ორდენის წევრებთან შეხვედრისა. “მოქალაქეთა მიღების საათებზე“ მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი ილუმინატების ორდენის შესახებ, გაეცნოს ილუმინატის წარსულს და დღევანდელობას; თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება  კულტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, ფილოსოფიური, ეზოთერული, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობების ხელშეწყობის მიზნით გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, შეხედულება, თუ რაში ხედავს ის პერსპექტივას, გამოთქვას ინიციატივა და ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად ისაუბროს ნებისმიერ საინტერესო თემაზე, გარდა რელიგიური და პოლიტიკური საკითხებისა. თითოეულ მოქალაქესთან ინდივიდუალურად შედგება შეხვედრა.

მათ, ვისაც აქვთ სურვილი მოქალაქეთა მიღების საათებზე მოსვლის, ცხელი ხაზის ელექტრონულ ფოსტაზე – geo.illuminati.hotline@gmail.com  – უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.პირადობის მოწმობის, ID ბარათის ან პასპორტის ასლი;

2.მობილური ტელეფონის ნომერი;

3.ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მოქალაქეთა მიღების საათები გაიმართება თბილისში, 1 მაისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. მოქალაქესთან შეხვედრის ხანგრძლივობა – 45 წუთი. დოკუმენტაციის გამოგზავნა შეგიძლიათ 17 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით 00:00 საათამდე. 29 აპრილს დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ და შეხვედრაზე დაშვებულ მოქალაქეებს.

სტუმრობის მსურველი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი პირი განურჩევლად სქესისა და კანის ფერისა, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, რომელიც არის სრულწლოვანი.

არავინ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მიღების საათებზე დაშვებული, ვისაც არ შეუსრულდა 18 წელი და ვინც ვერ აცნობიერებს, რომ შეხვედრისას დაუშვებელია საუბარი რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე.

“ილუმინატების ორდენი“ არის საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ჩვენს მიერ მონიჭებული თავისუფლებით ვიცავთ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის მოტივირებას განათლების დონის ამაღლების საკითხში და მუდმივად ვიშრომოთ უკეთესობისათვის.

გულთბილი სალამით, ილუმინატის კაპიტოლიუმიდან!

                                                                  გისურვებთ წარმატებას,

                ძმობით, ერთობით, სიყვარულით ვარსკვლავებისკენ!