ილუმინატი არის “მხოლობითიც“ და “მრავლობითიც“

12308804_101413656898290_5742722689985096540_n

 

ილუმინატი (ლათ. ILLUMINATI – “განათლებული“ “განმანათლებელი”) ევოლუციის, პროგრესის, განვითარების, წინსვლის, ერთიანობის და სიკეთის საკუთარი მიმართულებაა. ილუმინატი მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ინდივიდუალურად ქმნიდა და იღებდა მასალებს სხვადასხვა წყაროებიდან და გარდაქმნიდა ჰარმონიულ მთლიანობად. აქ შეიძლება შეხვდეთ უდიდეს მეცნიერებას, ფილოსოფიას, ჰიპოკრატეს ფიცის იდეალებს, ინდიელი მამაკაცის კოდექსის იდეალებს, როგორც საკუთარი თავის, ოჯახის, ქალის, ბავშვის და ბუნების მიმართ პატივისცემის უმაღლეს მორალურ პრინციპებს და სხვას…

ილუმინატი არის “მხოლობითიც“ და “მრავლობითიც“, ასე ვთქვათ: ყველა ერთია და ერთი ყველაა. “ილუმინატების ორდენი“ არის რჩეული ნაწილი განათლებული, პროგრესული ინდივიდების. ის ასევე შეიძლება იყოს რჩეული ნაწილი პოლიტიკური ლიდერების, ბიზნესმენების, გამრთობების და სხვა გავლენიანი ადამიანებისა დედამიწის ზურგზე. ამ ხალხის გაერთიანება ხდება ერთი დიდი იდეის – სიკეთის კეთების აუცილებლობის, სიყვარულის და თავისუფლების გარშემო. ყველა ადამიანი ერთნაირად თავისუფალია და ერთი უფლებები უნდა გააჩნდეს მიუხედავად წარმომავლობის, რასის, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის. ადამიანთა მოდგმა ერთი მთლიანი სხეულია და თუ არ  გავუფრთხილდებით უმცირესს “უდიდესში“, აღმოვჩნდებით მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.