ის, რასაც ღირებულება არ აქვს, არც არანაირი ფასი გააჩნია

             12243152_191279867878070_8037007642663998370_n

ჯანმრთელი სხეულის ღირებულებად ფასდება ის დრო და ძალისხმევა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს იმ საქმისთვის, რაც მას ევალება ან რაც მან აირჩია. ვისაც გააჩნია ძლიერი გონება, მათ ღირებულებებში შედის ასევე დრო და ამ დროში სხვადასხვა რამის როგორც შესწავლა, ისე ცოდნის გადაცემა. ფული არის ფასეულობა, რითიც ადამიანს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფასეულობები. რეალურად ფული არის დრო, ცოდნა და ძალისხმევა.

ფულის პირდაპირი დანიშნულება არის თითოეული ადამიანისთვის საკუთარი ფასეულობის მომატება. მაგალითად, როდესაც მოსწავლე ფულს იხდის სწავლაში, ის ამით იძენს ცოდნას – ფასეულობას, რომელიც მთელი ცხოვრება მის გონებაში დარჩება და საქმიანობაში გამოიხატება. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არ ესმით ხოლმე ფულის დანიშნულება, სათანადოდ ვერ აფასებენ მის ღირებულებას და ამიტომაც ხშირად იხარჯება ფული კაზინოებში, ნარკოტიკებში, ალკოჰოლში, ცხოველებზე ნადირობაში, თამბაქოში და სხვა მავნებლური ხასიათის საქმიანობებსა თუ პროდუქტებში.

არავინ შეიძლება გახდეს ილუმინატი, ვინც დაკავებულია მავნებლური საქმიანობით, ვინაიდან ეს უკანასკნელი კლავს მოტივაციას, შემოქმედებითობას, ხელს უშლის განვითარებას და ეწინააღმდეგება მაღალგანვითარებული ცივილური საზოგადოების პრინციპებს.

ის, რაც ფასეულია, არასდროს არის უფასო და ასე რომ ყოფილიყო, მაშინ არანაირი ფასეულობა არ ექნებოდა მას და არავისთვის იქნებოდა ღირებული. ილუმინატი რომ არ ქმნიდეს ფასეულობას, მაშინ, მარტივად, ყველა ადამიანს დავურიგებდით ფულს, ვინც გვთხოვდა.

ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს ის, რაც ეკუთვნის, უნდა მიიღოს იმდენი, რამდენიც ეკუთვნის. შესაბამისად, თუ ადამიანი არაფერს აკეთებს, არც ცოდნას იძენს და არც ცდილობს, რომ საკუთარი მდგომარეობა გაიუმჯობესოს, მას არაფერი ეკუთვნის. ილუმინატის არანაირი ფულადი დაპირებები არ აქვს.