თუ არ გაინტერესებს შენს თავზე არ მიიღო!

12804274_242340812771362_1154901294_n

 

ილუმინატების ორდენში გაწევრიანება მხოლოდ მოწვევით ხდება. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, თუ თქვენ მოწვევა არ მოგივათ, ვერ გახდებით ორდენის წევრი. რა თქმა უნდა, ყველა არ იქნება პრივილეგირებული ილუმინატის ფიცში შემოსვლის უფლებით. ილუმინატი ინდივიდუალურად გამოყოფს ადამიანს საზოგადოებისგან, მიუხედავად მისი კულტურული, რელიგიური თუ პოლიტიკური აზროვნებისა. ყოველი ილუმინატი თვლის, რომ არის ადამიანთა მოდგმის ლიდერი, ორდენის თითოეული წევრი ისე უყურებს ცხოვრებას, როგორც ლომი ცხვრის ფარას, თითოეული ილუმინატი ისე უყურებს ხალხს, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყანაში ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობისას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ამოვიცნოთ ყველა საფრთხე. რაც შეიძლება ემუქრებოდეთ ადამიანებს, რომელთა დაცვაც ჩვენ გვსურს. ყოველი დღე უმნიშვნელოვანესია ვინაიდან ყოველი წამი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

თქვენ, შესაძლოა, შეხვედრიხართ ილუმინატის წევრს. ბევრ მათგანს არანაირი წოდება არ აქვს და ანონიმურობას იცავს (იქნებ, უმაღლესი წოდებაც სწორედ ეს არის?) ხშირად ცხოვრების ბოლომდე, ამიტომ არ არის გამორიცხული, თქვენი ოჯახის წევრი, ნათესავი, უახლოესი მეგობარი, საქმიანი პარტნიორი, ან უბრალოდ რომელიმე რიგითი თანამშრომელიც იყოს ილუმინატის წევრი და ამის შესახებ ვერასდროს გაიგოთ.

უმთავრესი კითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, თუ რა უნდა გააკეთოთ მსოფლიოს ამ უძველეს და უდიდეს ორდენში გაწევრიანებისათვის? პასუხი მარტივია: ჩვეულებრივ გაუყევით იმ ცხოვრების გზას, რაზეც მიდიოდით. თუ თქვენ გამოთქვამთ ინტერესს, ამას აუცილებლად შეამჩნევენ და შესაძლოა, მოწვევა მოგივიდეთ. გაწევრიანებამდე თქვენ აუცილებლად მოგიწევთ წინაპირობის გზის გავლა. ვიდრე ამ გზას გაუყვებით, უნდა დააფიქსიროთ, რომ ეს თქვენი სურვილით მოხდა, მკაფიოდ უნდა განმარტოთ, რომ ორდენში წევრობის სურვილი მხოლოდ საკუთარი ნებით, ყოველგვარი მესამე ძალის ჩარევის გარეშე, დამოუკიდებელი, თავისუფალი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოთქვით და რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ მოქმედებდით ფულის, ოქროს, ან სხვა მატერიალური დოვლათის მოხვეჭის სურვილით. იმისათვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მზად პრეტენდენტი გასაწევრიანებლად საჭირო და აუცილებელია “წინაპირობის გზის“ გავლა. ასევე საჭიროა, დადგინდეს, რა იდეოლოგიის მქონეა კანდიდატი. წინაპირობის “ტესტის“ მიზანია, დაადგინოს, თუ რომელი ხასიათი ჭარბობს ადამიანში. წინაპირობის გზა ისეა შედგენილი, რომ მისაღები იყოს ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, იქნება ეს მდიდარი თუ ღარიბი, საზოგადოებისთვის ცნობადი თუ უცნობი სახე, მორწმუნე, ათეისტი, სკეპტიკოსი თუ ვინმე სხვა. წინაპირობის გზაზე ვერავინ შეხვდება ისეთ შეკითხვებს, რომელიც უხერხული ან შეურაცხმყოფელი იქნება პრეტენდენტისთვის პასუხის გასაცემად. პროცესი ასეთია: დაინტერესებულს შეუძლია ორდენში გაწევრიანების სურვილით მიმართოს რომელიმე წევრს, თუ, რა თქმა უნდა, პირადად იცნობს მას. სხვა შემთხვევაში უნდა მოგვმართოს ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის საშუალებით. კანდიდატისთვის, ისევე, როგორც თითოეული ილუმინატისთვის, აუცილებელია ნდობა, მორჩილება, ერთგულება და მოთმინების უდიდესი უნარი. უნდა აღიარებდეს სიყვარულს, როგორც ყველაფრის ამოსავალ წერტილს და გააჩნდეს ორდენის ერთიან ჯაჭვში დგომის დიდი სურვილი. ყველა აპლიკანტთან ვდებთ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ გაიგებს. იგივეს ვითხოვთ მისგანაც. დაინტერესებული გვიგზავნის პირველად დოკუმენტაციას, რომლის მიღებისთანავე იწყება “წინაპირობის გზა“.  კითხვებზე კანდიდატის თითოეული პასუხი განიხილება ილუმინატის კაპიტოლიუმში. ჩვენი მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში მტკიცდება პრეტენდენტის როლი ორდენში და გაწევრიანების შემდგომ დაეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მოვალეობა. რომელიც მისთვის იქნება საუკეთესო, მისაღები და სასიკეთო.

„ქართველი ილუმინატები –  საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ არ წარმოადგენს რელიგიურ ან პოლიტიკურ გაერთიანებას, არც საკუთარი წევრების რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება, კანის ფერი და სქესი აინტერესებს. ორდენში ყველა თანასწორია. როდესაც წევრები იკრიბებიან კაპიტოლიუმში, აკრძალულია პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე საუბარი, ვინაიდან ილუმინატები შესაძლებელია იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიდან. ასეთმა საუბრებმა კი შეიძლება ხელი შეუშალოს და-ძმურ დამოკიდებულებას. არაეთიკურად არის მიჩნეული და დაუშვებელია ორდენის სახელით პოლიტიკური ან რელიგიური განცხადების გაკეთება, ვინაიდან ორდენი არ საუბრობს რელიგიასა და პოლიტიკაზე. ორდენი უკრძალავს საკუთარ წევრებს ადამიანის რწმენაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას, ვინაიდან ამას მივიჩნევთ დანაშაულად. ჩვენ არ ვართ სექტა, ვინაიდან სექტა ნიშნავს არსებულისგან გამოყოფას, ჩვენ კი თავად წარმოვადგენთ ინსტიტუციას. ჩვენ არ ვართ საიდუმლო საზოგადოება, თუმცა, გვაქვს შიდა სამზარეულო, პატარა საიდუმლოებები, რომლის ცოდნაც მხოლოდ ორდენის წევრისთვის არის დასაშვები. თითოეული ილუმინატი გამოირჩევა ორდენისადმი მორჩილების, ერთგულების, საიდუმლოს შენახვის, მოთმინების, ადამიანების მიმართ პატივისცემის და თავაზიანობის უნიკალური უნარით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავეხმაროთ ნებისმიერ ჩვენგანს ნებისმიერ დროს. თითოეულმა ილუმინატმა იცის, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ არის “ცუდი“, უბრალოდ ზოგიერთ ადამიანზე უარყოფით გავლენას გარეფაქტორები ახდენენ. ჩვენ გვჯერა მისი უმაღლესი დანიშნულების და ვცხოვრობთ ისე. რომ მტრები დავიმეგობროთ, ხოლო მეგობრები არ ჩამოგვშორდნენ.

                          ორდენში არის ოთხ გრადუსიანი სიმბოლური დაყოფა:

ა) განდობილი.

ბ) შეგირდი.

გ) დამხმარე მინერვალი.

დ) განათლებული მინერვალი.

ორდენს მართავს ჩვენი შემადგენლობიდან არჩეული ყოვლად ღირსეული მინერვალი. არის კიდევ ხუთიდან ზემოთ სხვა გრადუსებიც, თუმცა, სავალდებულო მეოთხე გრადუსზე ასვლაა. ყოველი ახალი გრადუსის  მინიჭებამდე წევრმა უნდა ისწავლოს რაღაც ახალი და სასურველია მონაწიელობა მიიღოს სასარგებლო საქმიანობაში.

ხშირად გვეკითხებიან: როგორ გავხდე ილუმინატი?“, “რატომ უნდა გავხდე ორდენის წევრი?“, “რას ასწავლით ორდენში?“ და ა.შ. კანდიდატისთვის აუცილებელია ნდობა, მორჩილება, ერთგულება და მოთმინების უნარი. უნდა აღიარებდეს სიყვარულს, როგორც ყველაფრის ამოსავალ წერტილს. ჩვენ ყველა აპლიკანტთან ვდებთ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ გაიგებს. გასაუბრების შემდეგ ის ან გადავა მომდევნო ეტაპზე, ან ვერ გადავა. ყველა საჭირო და აუცილებელი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, როდესაც კანდიდატის ფიცში შემოსვლის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვიბარებთ ორდენში პირველ მუშაობაზე, სადაც ახალწვეული დებს საზეიმო ფიცს.  ფიცის დადების შემდგომ ღრმად პატივცემული ორდენის და მისი ყოვლად ღირსეული მინერვალის მიერ ახალ წევრს ენიჭება საიდუმლო ფსევდონიმი, რომელიც გარდაცვალებამდე მიყვება მას. პირველ რიგში ყველას უნდა ესმოდეს, რომ თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ და აანალიზებდეთ, რატომ გსურთ ორდენში შემოსვლა და შემოსვლის მიზეზებს ჩვენს წარმომადგენლებს არ უნდა ეკითხებოდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვასწავლით… ეს არ არის სკოლა ან უნივერსიტეტი, რომ “წესდებით გათვალისწინებული“ პროგრამა მოგცეთ ვინმემ და წლის ბოლოს ნიშნები დაგიწეროთ. ილუმინატების ორდენი არის სიტყვათა და ქმედებათა მეცნიერება, როგორც ასეთი. ჩვენ ისე ვექცევით სხვას, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდენენ სხვები და ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის ცხოვრების ერთერთი მთავარი პრინციპია. თითოეულ წევრს მოვუწოდებთ სამართლიანობისკენ, სიკეთისკენ, ურთიერთგაგებისკენ, თანაგრძნობისკენ, ვასწავლით გაჭირვებულთა დახმარებას, ადამიანებზე ზრუნვას, ვაძლიერებთ მის სწრაფვას განათლებისკენ და ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და ერთიანობაა. “ილუმინატების ორდენი“ არის ადგილი ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის, ასევე საერთო ფასეულობების, ინტერესებისა და ცოდნის ერთობა. ეს არის გზა, თუ როგორ შეიძლება ვიცხოვროთ და-ძმური სიყვარულით გაერთიანებულებმა იმ მოცემულობაში, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენი ორდენი უნივერსალურია და ამიტომ აშინებს აბსოლუტიზმის მპყრობელებს. თითოეული ილუმინატი თავად წყვეტს, რა უნდა იცოდეს და რა – არა. საერთოდ ილუმინატისთვის მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რასაც თან დაურთავს საკუთარ მოღვაწეობას. ილუმინატების ორდენში თავად ქმნით, თავად ხართ შემოქმედი, ყველაფრის პროექციას, რასაც ხედავთ, თავადვე ახდენთ, თავადვე ხდებით შემოქმედი და თავადვე აღიქვამთ. თქვენ თავადვე ხართ იმ დრამის განმკარგავი, რომელსაც თქვენივე ცხოვრებას უწოდებთ. თქვენვე ხართ რეჟისორი, მსახიობიც თქვენ ხართ… და საერთოდ, ყველაფერი თქვენ ხართ, რაც მასში ხდება. პუბლიკაც კი თქვენ ხართ – სხვა არავინ. თქვენ უყურებთ, ქმნით, განაგებთ და თან მასში როლსაც თამაშობთ. ეს არის “ილუმინატის ხელოვნება“, რომელიც საკუთარი მრავალმხრივობით ამ ხელოვნებაში შინაგან თანამონაწილეობას ხდის შესაძლებელს. ამგვარი აგებულებით იცავს ორდენის ნებისმიერ წევრს, რომ ის არ გახდეს მისი შემოქმედების ბრმად მომხმარებელი, არამედ იქცეს თავად შემოქმედად, რომელმაც საკუთარ ხელოვნებასა და ცხოვრებაში მუდმივად უნდა განახორციელოს მორალურ-აზროვნებითი აქტი.

თითოეული ილუმინატისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა რამაა. ეს არის ადგილი ცოდნის გადაცემის მამიდან შვილზე; ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა; შვილი… ერთადერთი ჭეშმარიტი სასწაული დაბადებაა, სიცოცხლის უჭკნობი ყვავილი. მაშასადამე, შემიძლია, შემოგთავაზოთ მარტივი მათემატიკური ფორმულა 1+1=3 და ა.შ.

ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ადამიანი მიაღწევს თავისი ცხოვრების სასრულს, ერთადერთი, რასაც მისთვის ექნება მნიშვნელობა, სიყვარულია, რომელიც მან გასცა და მიიღო. ერთადერთი, რისი წაღებაც შეიძლება შემდეგ სამყაროში – სიყვარულია. ერთადერთი ღირებული რამ, რასაც დატოვებს ამ ცხოვრებაში – ეს სიყვარულია. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საკუთარ შეცდომებზე, მათ გამოსწორებაზე, მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორები გვინდა ვიყოთ, ვიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას და ა.შ.

ჩვენ, ბუნებას, სამყაროს ისევე ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ მშობლებს!

ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ქალებს, ვინაიდან მამაკაცის ყველაზე დიდი ძალა მოსიყვარულე ქალია. იგი არის მისი პატივი, მისი რწმენა, მისი ღირსება. ბუნების კანონების მიხედვით მას მინიჭებული აქვს ყველაზე წმინდა რამ – სიცოცხლის შექმნის უნარი და ა.შ.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, უპირობოდ უნდა დავიცვათ, ვინაიდან თუ ყველა ჩვენგანი ასე მოიქცევა, სხვებიც გამოგვყვებიან. ჩვენ ამ გზით შევქმნით ამაყ, ღირსეულ და ნათელ საზოგადოებას.

პრეტენდენტს დააინტერესებს, თუ როგორ უნდა მიხვდეს, რომ წინაპირობის გზა წარმატებით განვლო. თუ “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-დან მიიღებთ მოწვევას, ესე იგი წინაპირობის გზა წარმატებულად დასრულდა, რაც იმავე დროს ნიშანია დიდი, ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობისა. კანდიდატის ორდენში გაწევრიანების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე მას ენიშნება პირადი პრესვიტერი, რომელიც შეუძღვება ილუმინატის კაპიტოლიუმში, ასწავლის ორდენში მოქცევის წესებს და პასუხისმგებელი იქნება მასზე, ვიდრე ახალწვეული მიაღწევს შესაბამის მეოთხე გრადუსს.

ევოლუციამ და ილუმინატებში არსებულმა საიდუმლო მიმიკების და ჟესტების ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უკვე ქუჩაში იდენტიფიცირებულები არიან წევრები, თუმცა, ამ ინფორმაციასთან წვდომა ძალიან ცოტას აქვს. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და გჯერათ, რომ ნამდვილად განსხვავდებით ყოველდღიური რუტინული ადამიანებისგან, გამოავლინეთ სურვილი გაწევრიანებისა და  შეიძლება  თქვენც  მოგივიდეთ  მოწვევა!