ცილისწამების მეთოდი

ცილისმწამებლებში პოპულარობით სარგებლობს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების, ან მათი შეგნებულად მცდარი განმარტებანი და შემდეგ გავრცელება ყველა საშუალებით, რომელზეც ხელი მიუწვდებათ დეზინფორმატორ ორგანიზაციებს და ინდივიდებს. ამ ყოვლად ბანალური, გაცვეთილი მეთოდით შეუძლიათ ნებისმიერს ნებისმიერ საკითხში ცილი დასწამონ, რომელიც მათ არ მოეწონებათ. მაგალითად, კოსმოპოლიტიზმის მომხრეს, ვაჟა-ფშაველას, რომ თითქოსდა კოსმოპოლიტიზმის იდეით უარყოფს ეროვნებას, სამშობლოს და საკუთარი შემოქმედებით ცდილობს თაობათა ცნობიერების გახრწნას, გადაგვარებას. სინამდვილში ეს ყველასათვის საამაყო, დიდი ქართველი გენიალურად საუბრობს კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ჰარმონიულ მთლიანობაზე:

“მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით!

და მკაფიოდ განმარტავს, რომ მახინჯი გრძნობისაა ადამიანი, რომელიც სამშობლოს კოსმოპოლიტიზმის იდეით გმობს.

                                                vaja

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ადამსი ამბობდა:

                        “მე უნდა ვისწავლო ომი, პოლიტიკა და სამართალი იმისათვის, რომ…”

ზემოთ მოყვანილი ბანალური, ბინძური მეთოდით შესაძლებელია, ცილი დავწამოთ ჯონ ადამსს, რომ სამხედრო მოქმედებებით ქვეყნების განადგურება და შემდეგ ამ მოქმედებათა გამართლება პოლიტიკური და დიპლომატიური ხრიკებით სურდა. თუმცა, პრეზიდენტის მიზანი პატიოსანი და ნათელი იყო:

“მე უნდა ვისწავლო ომი, პოლიტიკა და სამართალი იმისათვის, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ საშუალება, შეისწავლონ ბუნებისმეტყველება და არქიტექტურა, მათემატიკა და გემთმშენებლობა, მათმა შვილებმა კი უნდა ისწავლონ ბუნებისმეტყველება და არქიტექტურა, ფიზიკა და ინჟინერია იმისათვის, რომ მათ შვილებს შეეძლოთ ხელოვნების, მეცნიერების,  ლიტერატურის, მუსიკის, ცეკვის, კერამიკისა და ხატვის შესწავლა.”

                                           Johnadamsvp.flipped

ცილისმწამებელთათვის შესანიშნავი სამიზნეა უინსტონ ჩერჩილი. ჰკითხეთ მათ, თუ რა განაცხადა ამ უკანასკნელმა პარლამენტის პირველსავე სხდომაზე? ისინი გიპასუხებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ციტატით:

           “უახლოეს წლებში მე თქვენ არაფერს  შეგპირდებით სისხლის და ცრემლის გარდა!..“

სინამდვილეში ჩერჩილს ეს არ უთქვამს. მისი წარმორთქმული სიტყვა ხაზს უსვამდა დასახული მიზნისკენ მიმავალი გზის ბოლომდე გავლის აუცილებლობას, ამ გზაზე შესაძლოდ არსებული დაბრკოლებების გადალახვის უნარის ქონის  აუცილებლობას ადამიანში და ემსახურებოდა მოტივაციის ამაღლებას. ჩერჩილმა თქვა:

უახლოეს წლებში მე თქვენ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა. შემეკითხებით, რა არის ჩემი მიზანი? მე ერთი ფრაზით გიპასუხებთ: გამარჯვება! გამარჯვება! რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გამარჯვება მიუხედავად ყოველივესი.”

                                                  220px-Churchill_HU_90973

ვფიქრობ, უინსტონ ჩერჩილის ამ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის სიტყვების გაგება, უფრო კი – შეგნება და გაცნობიერება ყველა ჭეშმარიტი ლიდერისთვის უპირობოდ აუცილებელია!.. და მიჩნდება კითხვა: თუ მეფეს (ლიდერს) არ გააჩნია ამის შინაგანი სათანადო მზაობა და უნარი, ნუთუ იმსახურებს მმართველის “გვირგვინს“?