ყოვლისმხედველი თვალი და დაუსრულებელი პირამიდა

80131363794024

 

ამერიკულ 1 დოლარიანზე გამოსახულია დაუსრულებელი პირამიდა, რომელიც ბოლოვდება ყოვლისმხედველი თვალით. იგივე პირამიდა გვხვდება ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ბეჭედზე (Great Seal of the United States), რომელიც მკვლევართა მოსაზრებით პირდაპირ მიანიშნებს ილუმინატიზე. თუ დააკვირდებით, პირამიდის საფუძველში არის წარწერა – MDCCLXXVI, რომელსაც რომაული ნუმეროლოგიის მიხედვით თუ გავშიფრავთ, მივიღებთ “ბავარიელი ილუმინატების“ დაარსების თარიღს. ამასთან ერთად არსებობს სხვა ძალიან საინტერესო ფაქტები. ამერიკულ 1 დოლარიანზე გამოსახული პირამიდა რომელიც ერთდროულად 2 ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული მნიშვნელობის მატარებელია:

12825222_242340816104695_1678005074_n

დაუსრულებელი 13 საფეხურიანი პირამიდა მიანიშნებს ილუმინატების ორდენში არსებულ სიმბოლურ 4 გრადუსიან დაყოფაზე, ვინაიდან თუკი რიცხს 13 გავშიფრავთ ნუმეროლოგიურად 1 + 3, მივიღებთ 4-ს, ხოლო თავად პირამიდაც 4 სამკუთხედისგან შედგება. ამასთან ერთად თითოეული საფეხურის თითოეული აგური სიმბოლურად აღნიშნავს სახელმწიფოებს, ქვეყნებს, ხალხს, მათ არასრულობას. ყოვლისმხედველი თვალი, რომლითაც პირამიდა ბოლოვდება, მიანიშნებს მმართველზე. სინათლე, რომელშიც მოქცეულია ყოვლისმხედველი თვალი, განასახიერებს ცოდნას. მაშასადამე, სიმბოლოთი გადმოცემულია ინფორმაცია, რომ ილუმინატი მმართველი ამ დაუსრულებელს, არა სრულს, სრულყოფს, ხოლო კაცობრიობის მიზანია ისწრაფვოდეს ამ ცოდნისაკენ და შეუერთდეს მას. ამერიკული 1 დოლარიანის გარდა ყოვლისმხედველი თვალი გამოსახულია ნიკარაგუის რესპუბლიკის გერბზე და დროშაზე, ასევე ნიკარაგუის ფულის ბანკნოტზე – 1 კორდობა და უკრაინულ – 500 გრივნაზე.

                                ნიკარაგუის რესპუბლიკის გერბი

600px-Coat_of_arms_of_Nicaragua.svg

 

                                                 ნიკარაგუის დროშა

Flag_of_Nicaragua.svg

                                         უკრაინული 500 გრივნა

(აღსანიშნავია რომ ნიკარაგუის გერბზე და დროშაზე, ასევე უკრაინულ 500 გრივნაზე გამოსახული სიმბოლო ძალიან ჰგავს ილუმინატის სიმბოლოს)

500_hryvnia_2006_back

 

 

დაუსრულებელ პირამიდასთან ერთად საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების გერბი, რომელზეც გამოსახულია თეთრთავა არწივი ფართოდ გაშლილი ფრთებით.

Great_Seal_of_the_United_States_(obverse).svg

მის თავზე 13 ვარსკვლავია, ერთ ბრჭყალში უჭირავს ზეთის ხილის რტო, რომელსაც ილუმინატები იყენებენ საერთაშორისო მშვიდობის სიმბოლოდ. მეორე ბრჭყალში 13 ისარი უჭირავს.   რიცხვს 13 სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა განმარტებები აქვს: მაგალითად, 13 ნიშნავს ენერგიას, სულს ან ძალას რომელიც ისწრაფვის სიყვარულისკენ. მაგრამ 13 ისარს თუ განვმარტავთ, როგორც ომის სიმბოლოს, იქვე აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რომ არწივის თავი შეტრიალებულია ზეთის ხილის რტოსკენ, რაც აღნიშნავს მისწრაფებას მშვიდობისაკენ.

იხილეთ ასევე:

https://georgianilluminati.wordpress.com/2016/03/16/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2/

https://georgianilluminati.wordpress.com/2016/03/17/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E/