მანკიერების ოთხი პრინციპი

Perversion

 

2016 წლის 16 მარტს, გამოვიდა საქართველოს ისტორიაში ქართველი ილუმინატი ავტორის პირველი ქართულენოვანი წიგნი ილუმინატების შესახებ.

წიგნის ავტორი გახლავთ ილუმინატების ორდენის, საძმოს ღირსეული წევრი, რომელიც მოღვაწეობს ფსევდონიმით თორნიკე-ლუკა ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/profile.php?id=100011567045607

ჩვენ გვინდა, წარმატება ვუსურვოთ მას იმ დიდ საქმეში, რასაც ის აკეთებს!

წიგნი შეიცავს ილუმინატების ორდენზე, ილუმინატების წარსულზე და დღევანდელობაზე ავთენტურ, ნამდვილ და რეალურ ინფორმაციას. წიგნი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას.

ვინც დაინტერესებული ხართ წიგნით, ეწვიეთ ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზიას “lit.ge”. ლინკი:

http://lit.ge/book/181872-iluminati-tsinapirobis-gza-tornike-luka-qartvelishvili/

მორიგი ამონარიდი წიგნიდან შეეხება მეთოდს რომლითაც არაცივილური საბჭოეთის ბნელმა მესვეურებმა მოახერხეს საბჭოთა კავშირის მოსახლეობის შეყვანა ინფორმაციულ ცდომილებაში და დათესეს შიში ილუმინატის მიმართ.

ავტორის ნებართვით ვაქვეყნებთ ამონარიდს წიგნიდან “ილუმინატი – წინაპირობის გზა”

”                მეთოდი რომლითაც არაცივილური საბჭოეთის ბნელმა მესვეურებმა მოახერხეს საბჭოთა კავშირის მოსახლეობის შეყვანა ინფორმაციულ ცდომილებაში და დათესეს შიში ილუმინატის მიმართ, არ გახლავთ მათი მოგონილი. ამ მეთოდს ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში იყენებდა ინკვიზიცია, რომელიც ასევე ებრძოდა ილუმინატის, ამიტომ ჩვენ საბჭოთა კავშირის სამოქმედო გეგმას, მცდარი ინფორმაციის გავრცელების და ილუმინატების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდიკას მანკიერების 4 პრინციპი ვუწოდეთ, რომლის მომხრეები, სამწუხაროდ, დღესაც – XXI საუკუნეშიც არსებობენ.  დავიწყოთ სულ თავიდან…

          ალბათ გაჩნდება კითხვა თუ ვის უნდა დასჭირდეს და ვის წინააღმდეგ მანკიერების 4 პრინციპის გამოყენება და რატომ? ადამიანთა მოდგმა ყოველთვის იდგა არჩევანის წინაშე – ებრძოლა თავისუფლებისთვის თუ აერჩია მონობა? აერჩია სიყვარული, მშვიდობა, სინათლე, ცოდნა, განათლება, პროგრესი, აღმშენებლობა, თუ სიძულვილი, ომი, სიბნელე, გაუნათლებლობა, ნგრევა და განუვითარებლობა? ილუმინატების ორდენი, რომელიც ყოველთვის დამყარებული იყო განათლებული ინდივიდების ინტელექტზე და ცოდნაზე, იბრძოდა ადამიანის თავისუფლებისთვის, განსწავლისთვის, ვინაიდან ცოდნა გონების სწორი წარმართვის და უსაზღვრო შესაძლებლობათა ერთადერთი საშუალებაა. ის არის მახვილი, უძლეველი, მომართული სიბნელის წინააღმდეგ, ნებისმიერი ადამიანის და საერთო ჯამში მთელი კაცობრიობის ერთადერთი ჭეშმარიტი დამცველი, რომელიც დედამიწის და სამყაროს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება იხილოთ, თუკი გონებას გაუხსნით და თქვენ ვერ შეიძენთ მეგობარს მასზე უკეთესს. ალბათ, არ არის საჭირო იმის განხილვა, რომ თავისუფლება წარმოადგენს გზას განათლებისკენ, თუ პირიქით – განათლებაა საწყისი თავისუფლების, რადგან გვაქვს ერთი უდავო ჭეშმარიტება: განათლებული, ნათელი გონება შეუძლებელია იქნას დამონებული, ვინაიდან სამყაროში არ არსებობს ძალა სინათლეზე აღმატებული. “ცოდნას“ არ ეშინია “არცოდნის“, ანუ იმის, რაც არ იცის, ვინაიდან ვისაც აქვს ცოდნა, ის შეირაღებულია! ეს კარგად ესმოდათ ინკვიზიციის და საბჭოეთის ეპოქის ლიდერებს, თავზარდაცემულები იყვნენ აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვის შიშით, ამიტომ ილუმინატის წინააღმდეგ მიმართეს მზაკვრულ მეთოდებს, ხოლო ადამიანებს “ცოდნის ტაძრისკენ“ მიმავალი გზა მოუჭრეს, რათა უფრო ადვილი გამხდარიყო მათი დაზომბირება, თავისუფლების წართმევა და სიმცდარის მორევში თაობათა გადავარდნა. ყველაფერს, რაც პროგრესული, ცივილური და ქვეყნის განვითარებისთვის, ადამიანთა ცნობიერების ამაღლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის იყო საჭირო “ეშმაკისეულს“ ან “ანტისახელმწიფოებრივს“ უწოდებდნენ. მაინც რა მეთოდებით უნდა იბრძოლოს სისტემამ თაობათა ცნობიერების შესაცვლელად?.. და, აი, მივედით მანკიერების 4 პრინციპთან:

1.მაშინ, როდესაც განათლებულ ადამიანებს ხან ინკვიზიცია სდევნიდა და კოცონზე წვავდა, ხანაც საბჭოთა კავშირი უსამართლოდ აპატიმრებდა, სიკვდილით სჯიდა ან სამშობლოდან უცხო მიწაზე გადასახლებით უსწორდებოდა, ილუმინატისთვის საჭირო იყო საიდუმლო სიმბოლიკა, ჟესტების და მიმიკების გასაიდუმლოებული ენა, ვინაიდან ორდენის წევრებს ერთმანეთისთვის საიდუმლოდ გადაეცათ ინფორმაცია; ფარულად ეცნობებინათ ერთმანეთისთვის საძმოს შეკრების დრო და ადგილი. კონსპირაცია და ფარულობა აუცილებელი იყო უსაფრთხოებისთვის. ამ დროს “შავ-ბნელი“ ეპოქის “პოლიტიკური ელიტა“ იწყებს სამზადისს პროგრესული საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტი-პროპაგანდის დასაწყებად. უპირველეს ყოვლისა, ბიბლიოთეკებიდან და საინფორმაციო საშუალებებიდან იღებს რეალურ ინფორმაციას ილუმინატების ორდენზე და მის ჩანაცვლებას ახდენს სპეცსამსახურების მიერ შედგენელი მასალებით, რომლებიც აბსურდული ბრალდებებით არის გაჟღენთილი. პარალელურად იკრძალება ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საბჭოთა კავშირს ხელს შეუშლის მასში შემავალი ქვეყნების დეგრადაციაში. მედია და ინფორმაციის გავრცელების ყველა სხვა საშუალება უკვე კონტროლირებადია დიქტატორის მიერ!

2.დიქტატორის ბრძანებით იწყება ინტელიგენციის გადაბირება, ასევე მეცნიერების, მსახიობების, მომღერლების, ისტორიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების და სხვ. თავისუფლებისა და პროგრესის უკანასკნელი ბასტიონი – ილუმინატების ორდენი მტერთან პირისპირ რჩება. ჭეშმარიტი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ილუმინატების ორდენის წევრები და რომელთა გადაბირებაც ვერ შეძლეს, სიკვდილით დასაჯეს, ნაწილი ქვეყნიდან იქნა განდევნილი, ხოლო ისინი, ვისი იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, დარჩნენ სამშობლოში და საიდუმლოდ განაგრძეს მოღვაწეობა.

3.ტირანიის მესამე ნაბიჯი, მანკიერების მესამე პრინციპი: მეორე ნაბიჯი თუ მეცნიერების, მსახიობების, მომღერლების, ისტორიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების და სხვათა გადაბირება იყო, ახლა უკვე ხდება რიგითი ადამიანების, ადამიანთა ჯგუფების გადაბირება ან დაშინება, რადგან ყველამ საკუთარი საქმიანობისდა მიხედვით გაავრცელოს პროგრესული საზოგადოების საწინააღმდეგო ინფორმაცია. ჟურნალისტებმა უნდა დაწერონ სტატიები, სადაც ილუმინატი მოხსენიებულია, როგორც საშიში ორგანიზაცია, ორგანიზატორი სხვადასხვა სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის და მსოფლიოში გახმაურებული მკვლელობებისა. მაგალითად: საფრანგეთის რევოლუცია, ამერიკელი კინოვარსკვლავების მკვლელობა, ამერიკის პრეზიდენტებზე თავდასხმა, ევროპელი ლიდერების გატაცება, ლიკვიდაცია და ა.შ.; ისტორიკოსებმა უნდა გააყალბონ ფაქტები და ილუმინატების საძმო წარმოაჩინონ, როგორც მსოფლიოს მტერი და შემომქმედი შეთქმულებისა! სასულიერო პირები იძულებულები იყვნენ, მრევლისთვის ექადაგათ, რომ ილუმინატი ემსახურება ეშმაკს, იყენებს ე.წ. “სატანისტურ“ სიმბოლიკას რიტუალის დროს, სადაც ადამიანთა და ცხოველთა მსხვერპლშეწირვა ხდება. ერთერთი ასეთი სიმბოლო გახლავთ პენტაგრამა. სინამდვილეში ილუმინატი პენტაგრამას არ აღიარებს, როგორც ილუმინატების სიმბოლოს.

4.მანკიერების მეოთხე პრინციპი გახლავთ დიქტატურა: ილუმინატი ცხადდება ქვეყნის მტრად. ყველას, ვინც ამას არ დაეთანხმება, გაასამართლებენ, ქვეყნიდან გადაასახლებენ ან სიკვდილით დასჯიან. გავიხსენოთ XVIII საუკუნე, გერმანია, როდესაც  ილუმინატებს ცილი დასწამეს სახელმწიფო ღალატში და ორდენში გაწევრიანების მსურველებს ბავარიის ხელისუფლება თავის მოკვეთითაც კი დაემუქრა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამას გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა არ შეუმცირებია.

მაშასადამე, მე წარმოგიდგინეთ მანკიერების 4 პრინციპი, რომელიც მუშაობს:

1.რეალური ინფორმაციის ჩანაცვლება გაყალბებული ფაქტებით; მედიაზე და ინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალებაზე კონტროლის დაწესება.

2.ინტელიგენციის გადაბირება.

3.გადაბირებული, დაშინებული ან მოსყიდული ინდივიდების მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

4.დიქტატურა.

              მკითხველს, ალბათ, ეცნო ჭორები, შეთითხნილი ბრალდებები, რომლებზეც ვისაუბრე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ტირანიისგან დაშინებული ინდივიდები, თავადაც მსხვერპლნი დიქტატორული რეჟიმისა, იძულებულნი იყვნენ, გაევრცელებინათ აბსურდული ბრალდებები, ათასგვარი სიბინძურე, რასაც კრემლიდან უკარნახებდნენ, თუმცა, ფაქტი ერთია – საუკუნეების მანძილზე ემხობოდნენ მეფეები, იმპერიები, ნადგურდებოდნენ სამეფოები, უდიდესი ძეგლები, ქვეყნები, პრეზიდენტები, დიქტატორები, მაგრამ ილუმინატი ყოველთვის იყო და არის, აქ და იქ, და მთლიანობაში ყველგან, მცურავი ქარიშხლებში და სამყაროს უსასრულობაში კამარა შეკრული, როგორც ცის თაღზე კოსმიური სხეულები, ზოგჯერ შეუმჩნეველნი; ხანაც მოკაშკაშენი და მარად უკუნეთში მანათობელნი!”

                           იღვაწეთ სიყვარულით პროგრესისთვის

                    simple-success

                  ძმობით, ერთობით, სიყვარულით ვარსკვლავებისკენ!

 

იხ;ასევე:

https://georgianilluminati.wordpress.com/2016/03/16/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2/