გამოვიდა საქართველოს ისტორიაში პირველი ქართულენოვანი წიგნი ილუმინატებზე

12822225_244773549194755_1086488610_n

 

დღეს, 2016 წლის 16 მარტს, გამოვიდა საქართველოს ისტორიაში ქართველი ილუმინატი ავტორის პირველი ქართულენოვანი წიგნი ილუმინატების შესახებ.

წიგნის ავტორი გახლავთ ილუმინატების ორდენის, საძმოს ღირსეული წევრი, რომელიც მოღვაწეობს ფსევდონიმით თორნიკე-ლუკა ქართველიშვილი. https://www.facebook.com/profile.php?id=100011567045607

ჩვენ გვინდა, წარმატება ვუსურვოთ მას იმ დიდ საქმეში, რასაც ის აკეთებს!

წიგნი შეიცავს ილუმინატების ორდენზე, ილუმინატების წარსულზე და დღევანდელობაზე ავთენტურ, ნამდვილ და რეალურ ინფორმაციას. წიგნი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას.

ვინც დაინტერესებული ხართ წიგნით, ეწვიეთ ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზიას “lit.ge”. ლინკი:

http://lit.ge/book/181872-iluminati-tsinapirobis-gza-tornike-luka-qartvelishvili/

ავტორის ნებართვით ვაქვეყნებთ ამონარიდს წიგნიდან “ილუმინატი – წინაპირობის გზა”

”                                                       შესავალი

                        მოხარული ვარ, რომ ამ წიგნის ფურცლებიდან მომეცა საშუალება, ვესაუბრო ქართულ საზოგადოებას – მას, ვისაც ამოძრავებს მწველი სურვილი, შემოუერთდეს “ილუმინატების ორდენს“ და იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიოს ამ უძველესი და უდიდესი საძმოს წარსულით და დღევანდელობით. შესავალი სიტყვით მკითხველს თავს არ მოვაბეზრებ და ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ წიგნი შეეხება ილუმინატების წარსულს და დღევანდელობას, წინა საუკუნეებში ილუმინატების წინააღმდეგ გამართულ ანტი-პროპაგანდას, ჭორებს, რომლებსაც შეგნებულად ავრცელებდნენ ორდენის მოწინააღმდეგები და ამ ჭორების გავრცელების მეთოდებსა და მიზნებს. “წინაპირობის გზა“-ს, რომლის გავლაც ორდენში გაწევრიანების მსურველ ნებისმიერ კანდიდატს მოუწევს, ილუმინატების სიმბოლოებს. ეზოთერული ცოდნის ასამაღლებლად ერთი თავი სპეციალურად დავუთმეთ ისეთ სიმბოლოებსაც, რომლებიც საქართველოში ძალიან ცნობილი და პოპულარულია.

                               2015 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური მოვლენა: თბილისში დაფუძნდა “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“, რამაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, შემოურთდეს ილუმინატების ორდენს ისე, რომ მას ქვეყნის დატოვებაც არ მოუწევს. “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ ქართულ ენაზე საქართველოს ისტორიაში მინიმუმ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ილუმინატიზე ინფორმაციის ერთადერთი ავთენტური და ავტორიტეტული წყაროა. სხვა ყველა მასალას, რომელიც ქართულ ენაზე “საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენისგან“ დამოუკიდებლად ვრცელდება, ქართველი ილუმინატები არ ვცნობთ, მიგვაჩნია სპეკულაციად, ვთვლით “ილუმინატების ორდენის“ დისკრედიტაციის მცდელობად ან ამ საკითხში უცოდინართა მხრიდან ნებით თუ უნებლიედ გავრცელებულ დეზინფორმაციად და ა.შ. წინამდებარე მასალა, რა თქმა უნდა, დილეტანტისთვის უსარგებლოა ისევე, როგორც მეცნიერება, ფილოსოფია, ეზოთერიკა და ზოგადად “ილუმინატების ორდენი“. ამ უკანასკნელზე დავამატებ, რომ არა მხოლოდ უსარგებლო, ბუნდოვანი და გაუგებარი, არამედ დილეტანტისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელია და ის ვერასდროს შეძლებს ჩვენამდე მოსვლას. ჩვენამდე ვერასოდეს შეძლებს მოსვლას ის, ვისაც ჩვენი ხილვა  მხოლოდ  ცნობისმოყვარეობის გამო სურს.

                       “ილუმინატების ორდენში“ გაწევრიანების შემდგომ ჩემი მოგზაურობა დაიწყო საოცარ და სიურპრიზებით აღსავსე სამყაროში, სადაც ბევრი რამ ვისწავლე, გამოვიკვლიე და გავიგე. ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო ჩნდებოდნენ, არასდროს დაიზარებდნენ იმ მასალის გაზიარებას, რისი ცოდნაც ჩემთვის აუცილებელი იყო და ახლა, როდესაც მივაღწიე ცხოვრების “გარკვეულ ეტაპს“, მსურს, ის მინიმალური ცოდნა გადავცე მკითხველს, რომელსაც ვთვლი, რომ “ილუმინატების ორდენით“ და ზოგადად ეზოთერიკით დაინტერესებული საზოგადოება უნდა ფლობდეს. რა თქმა უნდა, ილუმინატიზე ინფორმაციის გავრცელება მკაცრ ინფორმაციულ ჩარჩოებში მოხდება. მე ამაყი ვარ, რომ ეს საპატიო როლი მერგო. მაშასადამე კეთილი იყოს ჩვენი შემოსვლა თქვენს ოჯახებსა და სამსახურებში წიგნით “ილუმინატი – წინაპირობის გზა“. “