საშიში არ არის ის სირთულეები, რომლებსაც შენ ხვდები ამ ცხოვრებაში

Gamification-Education_Gamification-Definition

 

                  საშიში არ არის ის სირთულეები, რომლებსაც შენ ხვდები ამ ცხოვრებაში. საშიში არის ომი, შიმშილობა და ერთმანეთის მტრობა. ზოგჯერ მდიდარი, წარმატებული ადამიანების მიმართ ჩნდება ხოლმე შური და ბოღმა წარუმატებელი ინდივიდებისგან, თუმცა, ეს ძლიერ ადამიანებს არ აბრკოლებთ. შური და ბოღმა არის ადამიანთა მოდგმის ყველაზე დიდი ჭირი და ეპიდემია.

                                                     ჩვენ ვიცით, საიდან იბადება ის!

                  დღესდღეობით თუ წარმატებული ხართ ან თუ იბრძვით წარმატებისთვის, გზაზე ისე ვერ გაივლით, რომ შურიანი ადამიანი არ შეგხვდეთ სადმე, თუმცა, სხვისგან წამოსული ბოღმა არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ ბარიერად, არც შურით ნათქვამმა სიტყვამ არ უნდა იქონიოს თქვენზე გავლენა, ვინაიდან მას არ აქვს მომავალი და ჩანასახშივე განწირულია დაცემისთვის.

გახსოვდეთ: სადაც არ უნდა იყოს A წერტილი ადამიანისა, რომელიც შურით მოქმედებს, B წერტილი ყოველთვის “დამარცხება“ იქნება. ჩვენ არ უნდა გადავუხადოთ მათ სამაგიერო. ჩვენი, როგორც განვითარებული საზოგადოების მოვალეობაა, რომ “მხოლოდ“ კეთილი სიტყვით ავუხსნათ, ვასწავლოთ ან/და მივანიშნოთ მათ.