სიმდიდრეს და წარმატებას ვერ აღწევს ის, ვინც ამის მიღებას სხვისგან ელოდება

king-lion-wallpaper-1600x900

 

ადამიანები ოცნებობენ გვირგვინზე, სურთ, იყვნენ ლომები, თუმცა, ზოგჯერ ვერც კი ამჩნევენ, რომ აირჩიეს ცხვრად ყოფნა, ვინაიდან არ ეყოთ გამბედაობა ებრძოლათ წარმატებისთვის. ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, განწირულია დაცემისთვის!

ლიდერებს ძალიან მტკიცედ უნდა სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, უნდა სჯეროდეთ, რომ თავიანთი გადაწყვეტილება სწორია და ვერაფერმა ვერ უნდა შეაჩეროს ამ გადაწყვეტილების ასრულების დროს. თუმცა, ადამიანს, რომელიც არ არის მზად ბრძოლისთვის და ლიდერობისთვის, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს ყველაფერი გზადაგზა გაამარტივოს და ბოლოს საერთოდ უარი თქვას გზის გავლაზე, თან ამ დროს საკუთარ თავსაც დააჯეროს, რომ სწორად მოიქცა. ასეთ ადამიანებს სურთ თავისუფლება, თუმცა, ურჩევნიათ იყვნენ ვინმეზე დამოკიდებული, რომელიც მათ მოამარაგებს ფულით და საკვებით, ურჩევნიათ, ვინმე “სხვამ“ მოუტანოს წარმატება, ამიტომაც ისინი ვერასდროს მიაღწევენ სასურველს, რადგან მხოლოდ თქვენი სათანადო ძალისხმევის შედეგად შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გსურთ, რომ იყოთ.

ისინი, ვინც გაუბედაობამ აქცია მონებად, გამოთქვამენ უკმაყოფილებას  წარმატების და თავისუფლების არქონის გამო, ბრაზდებიან, თუმცა, რეალურ გამოსავალს მაინც არ ეძებენ. ისინი ყოველთვის გარემო ფაქტორებს აბრალებენ ყველაფერს. ყოველი ამბოხების შემდეგ უკან, თავიანთ “გალიებში“ ბრუნდებიან, საიდანაც დროებით გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვეს.

არავინ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, არავინ მოგართმევთ წარმატებას და სიმდიდრეს, როდესაც თქვენ სავარძლებში ტელევიზორებთან კარგად მოკალათებულები სხედხართ და უყურებთ რეკლამებით და ჭორებით გაჟღენთილ შოუს. თქვენ მოგწონთ ახალი ტექნოლოგიები, თქვენ გიზიდავთ ცათამბჯენები და შესაძლოა, აღფრთოვანებითაც კი ეცნობით მათი ავტორების ბიოგრაფიას, რომლებმაც მსოფლიოს გააცნეს და შეაყვარეს საკუთარი თავი და შემოქმედება, მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ, რამდენი შრომა დასჭირდათ მათ ამისთვის?

20150807202838-success-couple-man-woman-sunset

იშრომეთ თქვენც, აირჩიეთ გზა, გადადგით ნაბიჯი, ნუ შეშინდებით, იბრძოლეთ წარმატებისთვის და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს! და ყოველთვის გახსოვდეთ: მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს იმას, რომ ყველა იმსახურებს თანაბარ ჯილდოს არათანაბარი ძალისხმევის შედეგად!