ფული – მხოლოდ სიტყვებია

Masses-of-People

 

 

ზოგჯერ ადამიანებს უსაფუძვლოდ ეუფლებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და უიმედოდ არიდებენ თვალს წარმატებისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურს. მათ ურჩევნიათ, უმოძრაოდ ისხდნენ სახლებში ან გაუყვნენ რომელიმე ქუჩას, რომელიც “არსაითკენ“ მიდის ნაცვლად იმისა, რომ სიმტკიცით და დაჟინებული მოთმინებით დაიწყონ სვლა მწვერვალებისკენ მიმავალ საფეხურებზე. ისინი ფიქრობენ საკუთარ საფულეზე, სადაც ფუნქცია დაკარგული ბანკის ბარათი ინახება და  ი ც ი ა ნ, რომ აღარაფერს აქვს აზრი. ასეთი ფიქრებისგან, ცოდნისგან სიმსივნის მეტასტაზებივით წამოზრდილი სიტყვებით თავს შთააგონებენ, რომ ყველაფერმა დაკარგზა აზრი, ი ც ი ა ნ  მათთვის ყოველივე გაუფერულდა, ი ც ი ა ნ,  რომ არც ბანკის ბარათის გამოყენებას აქვს აზრი, ვინაიდან ბანკომატზე გამოჩენილი ციფრები კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მისი მფლობელის სიღარიბეს და უუნარობას… მოკლედ, განულებული ანგარიშის მფლობელებმა  ი ც ი ა ნ  ყველა მიზეზი, რაც მათ გონებაში ჩანერგილ უიმედობის “ხეს“ წყალს უსხამს და კიდევ უფრო ღრმად ადგმევინებს ფესვებს. თუმცა, არ იციან და ალბათ, არც არასდროს უფიქრიათ, რომ სიმდიდრე სიცრუეა. არ იციან, რომ ღარიბებს წარმატების იგივე შესაძლებლობები აქვთ, რაც მდიდრებს, რადგან მდიდრები არაფრით განსხვავდებიან ღარიბებისგან, და ქონა არ განსხვავდება არქონისგან. ყველა ადამიანი არის შემდგარი სხეული, რომლებიც არიან შემოსილები ტანსაცმელში, და ისინი იხდიან სხვადასხვა პროდუქტში ქაღალდს, ძვირფას ლითონს ან ქვას, რის შემდეგაც იღებენ იმას, რაც უნდათ. ვინ გასცემს ბრძანებას იმაზე, რომ ოქრო უფრო ძვირფასია, ვიდრე ქვიშა? ან ვინ გასცემს ბრძანებას იმაზე, რომ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც აღნიშნულია რაღაც რიცხვი, რაც მის ფასეულობას განსაზღვრავს, არის უფრო ძვირფასი, ვიდრე ხილი, რომელიც იზრდება ხეზე? ნუთუ შეგიძლიათ, მიირთვათ ქაღალდი ან ოქრო, როდესაც მშიერი ხართ??? რა თქმა უნდა, არა!

03-1446533148-gold-3

სინამდვილეში სიტყვა არის ყველაზე დიდი ძალა! სიტყვად არის გადმოცემული, რომ ქაღალდი ან ოქრო შეგიძლიათ გაცვალოთ საჭმელში, სასმელში ან თავშესაფარში. სიტყვად არის გადმოცემული ის, რომ რიცხვები, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე ჩანს, განსაზღვრავს ადამიანის ქონებას, იმას, რომ ერთ ადამიანს მეორეზე მეტი ფული და შესაძლებლობა გააჩნია. სინამდვილეში სწორად წარმოთქმული სიტყვები არის სიმდიდრის ყველაზე დიდი სიმდიდრე და სიტყვებით, რომლითაც მივმართავთ და შთავაგონებთ საკუთარ თავს, განსაზღვარს ჩვენს წარმატებას, სიტყვის ყველაზე დიდი ძალა კი ცოდნაა.