სახელი მისი – ფლემინგი (სიკეთის კეთების აუცილებლობა)

                              12735919_232744200397690_47586171_n

 

                         დღე პირველი

 

                       მისი სახელიფლემინგი და ის ღარიბი შოტლანდიელი ფერმერი იყო. ერთხელ, ფერმაში მუშაობისას განწირული ყვირილის ხმა მოესმა. ფლემინგმა უმალ დაყარა თავისი ხელსაწყოები, მიატოვა საქმე და იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ადგილზე მისულ ფერმერს საზარელი სურათი დახვდა პატარა ბიჭუნა ტალახის ტბაში ჩავარდნილიყო, რომელიც თანდათან ითრევდა და ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. შეძრწუნებულმა ფლემინგმა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხა ბიჭუნას გადარჩენა და უვნებელი გაუშვა სახლში.

                          დღე მეორე

 

                        მეორე დღეს, ფლემინგის ღარიბული სახლის ჭიშკართან მდიდრული ეკიპაჟი გაჩერდა, საიდანაც წარმოსადეგი დიდგვაროვანი ბატონი გადმოვიდა და წინა დღეს გადარჩენილი ბიჭუნას მამად გაეცნო მასპინძელს. დიდგვაროვანმა ფლემინგს შვილის სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ ფინანსური დახმარება შესთავაზა, მაგრამ კეთილშობილმა ფერმერმა იუარა და განაცხადა, რომ გააკეთა ის, რაც იყო საჭირო და ამისათვის არანაირი ანაზღაურება არ სჭირდებოდა. ამ დროს, ოთახში ფლემინგის მცირეწლოვანი შვილი შემოვიდა და კართან მორიდებით დადგადიდგვაროვანმა შენიშნა ბიჭუნა და ახლა ასეთი გარიგება შესთავაზა:

             მას სურდა, ფერმერს ნება დაერთო, მისი შვილისთვისაც იმავე დონის განათლება მიეცა, როგორსაც დიდგვაროვანთა შვილები იღებდნენ და თუ ეს ბიჭუნაც ისეთივე ღირსეული კაცი დადგებოდა, როგორიც მამამისი იყო, მაშინ ორივე გულწრფელად იამაყებდა მისი წარმატებით.

                             ფერმერი ფლემინგი დათანხმდა ამ წინადადებას და როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა შვილმაც დიდგვაროვანი ბავშვებისათვის განკუთვნილ ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიიღო განათლება. საბოლოოდ კი, ლონდონში არსებული წმ.მერის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლა დაამთავრა. თუმცა, ფერმერის ვაჟის მიღწევები ამით არ ამოწურულა, რადგან ის, მსოფლიოში ცნობილ სერ ალექსანდრე ფლემინგად იქცა ადამიანად, რომელმაც აღმოაჩინა პენიცილინი.

                   მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ისტორიაც ამით არ სრულდება!

                           გადის წლები. ფერმერის მიერ გადარჩენილი და უკვე გაზრდილი ბიჭუნა პნევმონიით ავადდება. ექიმები მის შემთხვევას უმძიმესს და უიმედოს უწოდებენ, მაგრამ, ხდება საოცრება და ის ისევ სასწაულებრივად უსხლტება სიკვდილს. ამჯერად, მას ახალგამოგონილი წამალიპენიცილინი იხსნისდიდგვაროვანის სახელი, რომელმაც განათლება მისცა ფერმერ ფლემინგის შვილს, იყო ლორდი რენდოლფ ჩერჩილიპიროვნება რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, ხოლო მისი შვილი, რომელიც ჯერ ტბაში დახრჩობას და შემდეგ პნევმონიას გადაურჩა, იყო სერ უინსტონ ჩერჩილი.

P.S. ილუმინატის მიზანია სიკეთის კეთების აუცილებლობის გაგება! ჩვენ ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ სიკეთის კეთების მარტივი მათემატიკური ფორმულა: 1+1=3

სიკეთეს რომელსაც დღეს გააკეთებთ, ხვალ შესაძლოა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საქმედ იქცეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე წაადგება ადამიანთა მოდგმას! აკეთეთ სიკეთე!