ილუმინატის სიმბოლოების ძალა და დანიშნულება

422690_216925558401426_227326057_n

ადამიანის განვითარებაში სიმბოლოებს დიდი როლი აქვთ ნათამაშები. ათასწლეულების განმავლობაში მხატვრობა, გრავირება და წერილები ემსახურებოდა და ემსახურება კაცობრიობას. დღესდღეობით ბევრი ადამიანი აღიარებს ილუმინატების სიმბოლოებს, როგორც რეალობაში არსებული მოვლენების (ერთ-ერთ) მთავარ მოქმედ “პირს“. ის შეიძლება იყოს დადებული პირობა, ხელშეკრულება ან ლოიალურობის გამოხატულება.

თქვენ შესაძლოა შეხვდეთ ილუმინატის სიმბოლოების უამრავ სხვადასხვა ვარიანტს პირამიდის, თვალის, მარადიული წრის, ან სინათლის სახით.

                               12033568_528245633994708_639135655_n

10312012_1013023848728901_8660135261608242879_n

12316520_721505294650306_4826427848926116688_n

ილუმინატის სიმბოლოები შეიძლება შეგხვდეთ ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერი ფორმით – ლიტერატურაში, არქიტექტურაში, მსოფლიოს დიდებულ ძეგლებში, დამწერლობაში და ა.შ. ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ილუმინატები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ცხოვრობდნენ, იყენებდნენ ორდენის სიმბოლოებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ მოღვაწეობაშიც. ჩვენთვის ჩვენი სიბოლოები ყოველთვის განუყოფელია ჩვენგან და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეში, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ იგებს, თუ რა არის ეს, ამიტომაც საკუთარ ვერსიებს ეყრდნობიან: მაგალითად, ზოგს ჰგონია, რომ ამ ყველაფერის უკან დგას ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს ბატონობა სურს (ან უკვე ბატონობს მსოფლიოზე); ზოგი ფიქრობს, რომ სიმბოლოებში ბოროტი ენერგიაა და ჩვენ ნელ-ნელა გვხდიან ეშმაკის მოციქულებს; ასევე ფიქრობენ, რომ სიმბოლოები საკუთარი თავის განდიდებისთვის შეიქმნა. რა თქმა უნდა, ყველა ეს ვერსია გახლავთ მცდარი. ზოგადად ადამიანი მაინც იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს ან იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია, თუმცა, ხშირად არასასურველის ხილვას ხელს უწყობენ მცირე დაჯგუფებები, რომლებიც სიმბოლოებს არასწორი დანიშნულებით იყენებენ და სიმბოლოთა საკუთარ ინტერპრეტაციას საყოველთაო ჭეშმარიტებად აცხადებენ, რაც ხელს უწყობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. აი, მაგალითად, ფოტოზე მოყვანილ სიტყვას თუ მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხავთ მიიღებთ “სიყვარულს“ (რასაც ამ ფორმით გთავაზობთ ჩვენ, ილუმინატები) თუმცა თუ ფოტოს ამოაბრუნებთ მიიღებთ “სიძულვილს“, რაც შესაძლოა რომელიმე დესტრუქციულმა პირობითად “მცირე“ დაჯგუფებამ წარმოგიდგინოთ.

                                              სიყვარული/სიძულვილი

                                                       Love/Hate    

12313963_450095065182864_5862260889074370865_n

          მაშასადამე, რასაც ვიწამებთ, იმასვე ვიღებთ, იმას ვხედავთ და ისევე ვცხოვრობთ.

       ეს გახლავთ ილუმინატის ერთერთი ყველაზე ცნობილი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი:

                                                     ილუმინატი

                                                         (illuminati)

11745541_101346030216281_528904403192881333_n

 

ილუმინატის სიმბოლოებით სარგებლობენ ასევე ლოიალურობის ნიშნად, მაგალითად, ყელზე აქვთ ჩამოკიდებული და იყენებენ სამკაულად

                                    12647046_152517151796425_2495221235615456273_n

 

ხოლო (ძირითადად) ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ილუმინატების შინაარსიის სიმბოლოებით შექმნილი ქანდაკებები უდგათ სახლებში ან ოფისებში როგორც სინათლისა და ცოდნის გამომხატველი “ძეგლი“.