6 თებერვალი, 1748 წელი

illuminaten-weishaupt-aufklaerung-106-_v-img__16__9__xl_-d31c35f8186ebeb80b0cd843a7c267a0e0c81647

 

სახელი: ადამი

გვარი: ვაისჰაუპტი

სრული სახელი: იოჰან ადამ ვაისჰაუპტი

ფსევდონიმი: სპარტაკი

დაბადება: 6 თებერვალი, 1748 წელი.

დაბადების ადგილი: ინგოლშტადტი, ბავარია.

გარდაიცვალა: 82 წლის ასაკში, 1830 წლის 18 ნოემბერს.

გარდაცვალების ადგილი: გოთა, საქსონია.

საქმიანობა: ფილოსოფოსი, ინგოლშტადტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

ცხოვრება და მოღვაწეობა: იოჰან ადამ ვაისჰაუპტს იმდენად მდიდარი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა რომ ამ მოკლე ჩანაწერში მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბარი მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.

ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა: ყველა სხვა მიღწევებთან ერთად ადამ ვაისჰაუპტის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა გახლავთ “ბავარიელი ილუმინატების” დაარსება, 1776 წლის 1 მაისს.  ვაისჰაუპტის ელიტარული საზოგადოება მალევე გაძლიერდა. იქ გაწევრიანება დაიწყეს მეცნიერებმა, ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოაზროვნე, ინტელექტუალმა ადამიანებმა.  ორდენს ევროპის ყველა ქვეყანაში ჰყავდა წარმომადგენელი. ინტერესი “ბავარიელი ილუმინატების“ მიმართ გაღვივდა, რის შედეგადაც წევრების შერჩევა უფრო მაღალი წრეებიდან გახდა შესაძლებელი. მოგვიანებით, დიდების ზენიტში მყოფი ელიტარული საზოგადოების მიმართ, რომელიც 2000-ზე მეტ წევრს ითვლიდა, გაჩნდა ბოღმა, შური, შიში (მოხდა სწორედ ის, რაც ხდებოდა რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული), რამაც გამოიწვია აბსურდული ბრალდებები ბავარიის ხელისუფლების მხრიდან.