ბევრს სურს მეფობა; ცოტას შეუძლია მეფის ტვირთის ტარება

1380472357_roar-lion-full-size-wallpapers

 

ჯერ კიდევ 2015 წელს “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი”-ს წარმომადგენელი (სოციალურ ქსელში Facebook) ფსევდონიმით გიორგი მართალი მედიით წერდა, რომ მრავალ ადამიანს მიუღწევია წარმატებისთვის, რომლებიც საკუთარ ტრიუმფს ილუმინატის სიმბოლოების სწორი განმარტების ცოდნასა და მათ სწორ გამოყენებას მიაწერენ.

 

დიახ, ბევრ ადამიანს სურს ამშვენებდეს მეფის მოსასხამი, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია იმ ტვირთის ტარება, რაც მეფეებს უწევთ. როდესაც ძალაუფლება მოდის, მასთან ერთად ჩნდება სიმდიდრე, უსაფრთხოების განცდა და პრესტიჟი, თუმცა, ამ ყველაფრის შენარჩუნება ძალიან რთულია. ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ ძალაუფლება არის ვაშლივით, რომლის შუაგულიც მოწამლულია, ერთი  ღ რ მ ა  ნაკბენი და ყველაფერი დაიკარგება; ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ ის, ვინც გზას უძღვება, არავის არ უნდა გაჰყვეს უკან, ვინაიდან ლიდერისთვის არ უნდა არსებობდეს არანაირი სახელმძღვანელო, არანაირი ინსტრუქცია. მეფეს არ სჭირდება რუქა, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი გზა ააყვავებს და რომელი გაანადგურებს. ლიდერმა უნდა შეძლოს ყველანაირი სირთულის გზის გავლა, გათვალოს თითოეული შესაძლო ვარიანტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე მოუტანოს, და როცა დარწმუნდება, რომ გზის უსაფრთხოდ გავლას შეძლებს, შემდეგ გაუძღვეს თავის ხალხს, რომელიც მას უკან მოჰყვება. ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ ლიდერებმა უნდა დაიცვან ბალანსი თავიანთ პრივილეგიებსა და რეალურ პასუხისმგებლობას შორის, რადგან მათ უკან ძალიან ბევრი ადამიანია და ისინი მას ენდობიან. არ შეიძლება, ლიდერმა ისარგებლოს თავისი პრივილეგიებით ბოროტად, რადგან ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მას მიჰყვება, პასუხს მოთხოვს ამისათვის.  მეფე, რომელიც დროს ატარებს და ქეიფობს თავის სასახლეში იმ დროს, როცა მისი ხალხი იხოცება შიმშილით, მალევე აღმოაჩენს, რომ თუ მისი ტიტული ვერ გადაიქცევა საჭმლად, რომელიც ხალხს დააპურებს, და მისი გვირგვინი არ გადაიქცევა წყლად, მის ხალხს ვეღარაფერი შეაჩერებს აჯანყებისგან.