გვირგვინი – ოქროსფერი, მაგრამ ეკლებით სავსე

         Schatzkammer_Residenz_Muenchen_Krone_des_Koenigreichs_Bayern2

გსურთ თუ არა, იყოთ ნამდვილი ლიდერი, თუ თქვენ უბრალოდ ის უფლებები და პრივილეგიები გინდათ, რაც ლიდერს გააჩნია? ხალხი როცა უყურებს ტახტზე მჯდომ მეფეს, ყოველთვის ფიქრობს – რატომ აქვს ამ ერთ ადამიანს ყველანაირი ბრძანების გაცემის უფლება? ფიქრობენ რატომ ხდება, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი გასცემენ ბრძანებას კარგად მოკალათებული ტახტიდან და შემდეგ ელოდებიან მის აღსრულებას? ზოგჯერ ხალხში შურსა და ბოღმას იწვევს, რომ ეს ადამიანები ასე “მარტივად“ ცხოვრობენ. სინამდვილეში ასე არ არის, ეს ურთულესი საქმეა, დიდ შინაგან მზაობას, ცოდნას, სიმტკიცეს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ნუთუ ყველანი ხართ ამისთვის მზად?

                 War_sword_1000

მაგალითად, როცა მტერი კარს არის მომდგარი, ნუთუ ყველა ადამიანი შეძლებს იმის გადაწყვეტას, თუ ვისი შვილი გაუშვას ამ ომში? ნუთუ ყველა შეძლებს სამართლიანი არჩევანის გაკეთებას და გაუშვებს მათ, ვისაც საჭიროა? ვისი შვილები უნდა წავიდნენ ომში და დაიხოცონ, და ვისი შვილები უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ? თუ ამაზე პასუხი არ გაქვთ, მაშინ თქვენ ვერც დასახმარებლად გაგზავნილ წინადადებაზე მიიღებთ პასუხს.

თითქოსდა ადვილია ძალაუფლების ქონის დროს პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება ბრძანებების გაცემის მეშვეობით. თუ შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, სიბრძნე უფრო მეტად უნდა ეძებო, ვიდრე სიმდიდრე. ის, ვინც მეტ სიმდიდრეს ეძებს, ვიდრე სიბრძნეს, ყოველთვის მარცხდება ადრე თუ გვიან, ხოლო ის, ვინც მეტ სიბრძნეს ეძებს, ყოველთვის გამარჯვებულია.