ლომს ძილი არ უფრთხება ცხვრების აზრის გამო!

16986-glowing-lion-1920x1080-digital-art-wallpaper

 

ცხვრების ცხოვრება უინტერესო და დამამცირებელია განსხვავებით ლომების ცხოვრებისგან. ცხვრებს საკვებს, სასმელს და თავშესაფარს აძლევს მწყემსი და იცავს მტაცებლისგან. ისინი სუქდებიან საკვებით, რომელიც “ბატონმა“ მიუგდო და ქვეყნად მეტი არაფერი აინტერესებთ. ასეთი “კომფორტი“ ცხვრებს აქცევს მონებად. ისინი გონებით და სხეულით ბევრად უფრო სუსტები არიან, ვიდრე ლომი. სხვისგან თუ არ მიიღეს დაცვა და უსაფრთხოების გარანტია, ვერაფერს მოახერხებენ, საჭმელსაც ვერ მოიპოვებენ და დაიხოცებიან. ცხოვრობენ “კომფორტში“, მაგრამ არიან მოსამსახურენი. მწყემსის ყველა ბრძანებას ან, უბრალოდ, ახირებასაც კი ემორჩილებიან. მათ არ აქვთ თავისუფლება.

                                  ლომებს არ ჰყავთ მმართველები!

1024full-my-profile

 

არ ჰყავთ უფროსი, რომელიც მათ უბრძანებს, თუ რა უნდა გააკეთონ! ლომს არავინ აძლევს სახლს და საკვებს, იმიტომ რომ თავისუფალია, სამაგიეროდ, მას უწევს საკუთარი ძალით და მოხერხებულობით მოიპოვოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. არეალი შეუზღუდავია სადაც სასურველის მისაღებად უნდა იბრძოლოს და სადაც საჭიროდ ჩათვლის, იქ ინადირებს! განსხვავებით ცხვრებისგან, რომლებიც შემოსაზღვრულ ადგილას იკვებებიან და არ აქვთ  უ ფ ლ ე ბ ა  ამ  ს ა ზ ღ ვ ა რ ს  გ ა დ ა ც დ ნ ე ნ!

 P.S. ადამიანები, რომელთაც სურთ წარმატების მიღწევა და შიშის გამო ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას ან ელოდებიან, რომ ვინმე “სხვა“ გააკეთებს მათ გასაკეთებელს, შესაძლოა ცხოვრობენ “კომფორტში“, მაგრამ მათ არ აქვთ თავისუფლება, ისინი არიან მონები. შენი გადასაწყვეტია, როგორ წარმართავ საკუთარ ცხოვრებას, შენი გადასაწყვეტია, ვინ გინდა იყო – უუფლებო ცხვარი, მონა, რომელიც სხვის მიერ დადგენილი ცხოვრების წესით ცოცხლობს, თუ თავისუფალი ლომი საკუთარი სცენარით, რომელიც იბრძვის და აღწევს მიზანს?!