წინაპირობის გზა – როგორ უნდა გახდე ილუმინატების ორდენის წევრი?

12539969_221056698233107_390674866_n

 

ილუმინატების ორდენში გაწევრიანება მხოლოდ მოწვევით ხდება. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, თუ თქვენ მოწვევა არ მოგივათ, ვერ გახდებით ორდენის წევრი. რა თქმა უნდა, ყველა არ იქნება პრივილეგირებული ილუმინატის ფიცში შემოსვლის უფლებით. ილუმინატი ინდივიდუალურად გამოყოფს ადამიანს საზოგადოებისგან, მიუხედავად მისი კულტურული, რელიგიური თუ პოლიტიკური აზროვნებისა. ჩვენ არ ვართ რელიგიური ან პოლიტიკური გაერთიანება, არც ჩვენი წევრების რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება, კანის ფერი და სქესი გვაინტერესებს. ჩვენთან ყველა თანასწორია. ორდენის შიგნით აკრძალულია პოლიტიკასა და რელიგიაზე საუბარი, ვინაიდან ორდენის წევრები შესაძლებელია იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიდან. ასეთმა საუბრებმა კი შეიძლება ხელი შეუშალოს და-ძმურ დამოკიდებულებას. ყოველი ილუმინატი თვლის, რომ არის ადამიანთა მოდგმის ლიდერი, ორდენის თითოეული წევრი ისე უყურებს ცხოვრებას, როგორც ლომი ცხვრის ფარას, თითოეული ილუმინატი ისე უყურებს ხალხს, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყანაში ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობისას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ამოვიცნოთ ყველა საფრთხე. რაც შეიძლება ემუქრებოდეთ ადამიანებს, რომელთა დაცვაც ჩვენ გვსურს. ყოველი დღე უმნიშვნელოვანესია ვინაიდან ყოველი წამი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. თქვენ, შესაძლოა, შეხვედრიხართ ილუმინატის წევრს. ბევრ მათგანს არანაირი წოდება არ აქვს და ანონიმურობას იცავს (იქნებ, უმაღლესი წოდებაც სწორედ ეს არის?) ხშირად ცხოვრების ბოლომდე, ამიტომ არ არის გამორიცხული, თქვენი უახლოესი მეგობარიც იყოს ილუმინატის წევრი და ამის შესახებ ვერასდროს გაიგოთ.

           heres-how-to-answer-goldman-sachs-interview-question-based-on-an-18th-century-french-betting-game

უმთავრესი კითხვა მაინც იმაში მდგომარეობს, თუ რა უნდა გააკეთოთ მსოფლიოს ამ უძველეს და უდიდეს ორდენში გაწევრიანებისათვის? პასუხი მარტივია, ჩვეულებრივ გაუყევით იმ ცხოვრების გზას, რაზეც მიდიოდით. თუ თქვენ გამოთქვამთ ინტერესს, ამას აუცილებლად შეამჩნევენ და შესაძლოა, მოწვევა მოგივიდეთ. გაწევრიანებამდე თქვენ აუცილებლად მოგიწევთ წინაპირობის გზის გავლა. ვიდრე ამ გზას გაუყვებით, უნდა დააფიქსიროთ, რომ ეს თქვენი სურვილით მოხდა, მკაფიოდ უნდა განმარტოთ, რომ ორდენში წევრობის სურვილი მხოლოდ საკუთარი ნებით, ყოველგვარი მესამე ძალის ჩარევის გარეშე, თავისუფალი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოთქვით.

                          რა თქმა უნდა დაინტერესდებით თუ რას ნიშნავს წინაპირობის გზა

                     How-to-choose-writing-samples-for-an-interview

გაწევრიანებამდე წინაპირობის გზის გავლა იმიტომ არის საჭირო და აუცილებელი, რომ დადგინდეს, არის თუ არა მზად პრეტენდენტი გასაწევრიანებლად. ასევე საჭიროა, დადგინდეს, რა იდეოლოგიის მქონეა კანდიდატი. წინაპირობის “ტესტის“ მიზანია, დაადგინოს, თუ რომელი ხასიათი ჭარბობს ადამიანში. წინაპირობის გზა ისეა შედგენილი, რომ მისაღები იყოს ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, იქნება ეს მდიდარი თუ ღარიბი, საზოგადოებისთვის ცნობადი თუ უცნობი სახე, მორწმუნე, ათეისტი, სკეპტიკოსი თუ ვინმე სხვა. წინაპირობის გზაზე ვერავინ შეხვდება ისეთ შეკითხვებს, რომელიც უხერხული ან შეურაცხმყოფელი იქნება პრეტენდენტისთვის პასუხის გასაცემად. პროცესი ასეთია: დაინტერესებულს შეუძლია ორდენში გაწევრიანების სურვილით მიმართოს რომელიმე ძმას, თუ რა თქმა უნდა, პირადად იცნობს მას. სხვა შემთხვევაში უნდა მოგვმართოს ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის საშუალებით. კანდიდატისთვის, ისევე, როგორც თითოეული ილუმინატისთვის, აუცილებელია ნდობა, მორჩილება, ერთგულება და მოთმინების უდიდესი უნარი. უნდა აღიარებდეს სიყვარულს, როგორც ყველაფრის ამოსავალ წერტილს და გააჩნდეს ორდენის ერთიანი ჯაჭვში დგომის დიდი სურვილი. ყველა აპლიკანტთან ვდებთ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგებს. იგივეს ვითხოვთ მისგანაც. დაინტერესებული გვიგზავნის პირველად დოკუმენტაციას, რომლის მიღებისთანავე იწყება “წინაპირობის გზა“. კითხვებზე კანდიდატის თითოეული პასუხი განიხილება ილუმინატის კაპიტოლიუმში. ჩვენი მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში მტკიცდება პრეტენდენტის როლი ორდენში და გაწევრიანების შემდგომ დაეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მოვალეობა. რომელიც მისთვის იქნება საუკეთესო, მისაღები და სასიკეთო.

ორდენში არის ოთხ გრადუსიანი დაყოფა:
ა-1. განდობილი
ბ-2. შეგირდი
გ-3. დამხმარე მინერვალი
დ-4. განათლებული მინერვალი.
არის კიდევ ხუთიდან ზემოთ სხვა გრადუსებიც, თუმცა,
სავალდებულო მეოთხე გრადუსზე ასვლაა.

12369275_1035834326447853_6865673726221047552_n

კანდიდატს დააინტერესებს თუ როგორ უნდა მიხვდეს რომ წინაპირობის გზა წარმატებით განვლო. თუ “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-დან მიიღებთ მოწვევას, ესე იგი წინაპირობის გზა წარმატებულად დასრულდა, რაც იმავე დროს ნიშანია დიდი, ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობისა.

მოწვევის მიღებისთანავე კანდიდატს ენიშნება პირადი  პ რ ე ს ვ ი ტ ე რ ი, რომელიც მას შეუძღვება ილუმინატის კაპიტოლიუმში, ასწავლის ორდენში მოქცევის წესებს და პასუხისმგებელი იქნება მასზე, ვიდრე ახალწვეული მიაღწევს შესაბამის მეოთხე გრადუსს.

ევოლუციამ და ილუმინატებში არსებულმა საიდუმლო მიმიკების და ჟესტების ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უკვე ქუჩაში იდენტიფიცირებულები არიან წევრები, თუმცა, ამ ინფორმაციასთან წვდომა ძალიან ცოტას აქვს. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და გჯერათ, რომ ნამდვილად განსხვავდებით ყოველდღიური რუტინული ადამიანებისგან, გამოავლინეთ სურვილი გაწევრიანებისა და  შ ე ი ძ ლ ე ბ ა  თ ქ ვ ე ნ ც  მოგივიდეთ  მ ო წ ვ ე ვ ა!

                                 გ ი ს უ რ ვ ე ბ თ     წ ა რ მ ა ტ ე ბ ა ს ! ! !

corporate-invitation

                       ძმობით, ერთობით, სიყვარულით ვარსკვლავებისკენ ! ! !