ტაბიძე გ. (სამოტივაციოდ)

galaktioni

         სიტყვა არ წამოგცდეს რომ შენ დაიღალე

 სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,

 განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

 გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

 ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.

 განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,

 ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა?

 ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,

 უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.

 ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,

 სახე მწუხარებით მიუმწუთხებია…

 სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,

 განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

 გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

 ოღონდ არ წამოგცდეს – რომ შენ დაიღალე.