განწყობისთვის – საახალწლო ამბავი

12358387_200749040263873_1178595720_n

 

“დეკემბერი საახალწლო სამზადისის თვეა და მხიარული საზეიმო განწყობის შესაქმნელად მოგიყვებით მოკლე ისტორიას, რომელიც XX საუკუნეში ფინეთში მოხდა.

მცირეწლოვანმა გოგონამ საახალწლოდ წერილი მიწერა სანტას, სადაც სთხოვდა 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის. ფინეთში არასწორი მისამართის მქონე წერილების გახსნის უფლება ჰქონდა მხოლოდ პრეზიდენტს. მაშასადამე, წერილი მისამართით “სანტას“ წაიკითხა ურჰო კალევა კეკონენმა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეესრულებინა საახალწლო თხოვნა, თუმცა, ჩათვალა, რომ 6 წლის ბავშვისთვის 100 მარკა ბევრი იყო და გასცა ბრძანება, პატარა ჰელგასთვის მისივე მანქანით გაეგზავნათ 50 მარკა და თან წერილი “სანტასგან“. ძალიან მალე კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი ბავშვისგან, სადაც ჰელგა წერდა “სანტას“, რომ ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე სთხოვდა სანტას, რომ აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა!”

ამონარიდი ჩვენი სტატიიდან რომელიც 2015 წლის 15 დეკემბრეს გამოქვეყნდა საზოგადოებრივ პორტალზე “sazogadoeba.ge”