ილუმინატის სიმბოლოების ძალა და დანიშნულება

i

ღია წერილი გამოქვეყნდა საზოგადოებრივ პორტალ “Sazogadoeba.Ge”-ზე 2015 წლის 11 დეკემბერს.

დღესდღეობით უამრავი ჭორი და ლეგენდა დადის ილუმინატების ძალაუფლებაზე, სიმბოლოებზე, მათ წარმომავლობასა და დანიშნულებაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, მეტნაკლებად ნათელი გავხადოთ ეს თემა საზოგადოებისთვის.

ადამიანის განვითარებაში სიმბოლოებს დიდი როლი აქვთ ნათამაშები. ათასწლეულების განმავლობაში მხატვრობა, გრავირება და წერილები ემსახურებოდა და ემსახურება კაცობრიობას. დღესდღეობით ბევრი ადამიანი აღიარებს ილუმინატების სიმბოლოებს, როგორც რეალობაში არსებული მოვლენების (ერთ-ერთ) მთავარ მოქმედ “პირს“. ის შეიძლება იყოს დადებული პირობა, ხელშეკრულება ან ლოიალურობის გამოხატულება.

თქვენ შესაძლოა შეხვდეთ ილუმინატის სიმბოლოების უამრავ სხვადასხვა ვარიანტს პირამიდის, თვალის, მარადიული წრის, ან სინათლის სახით.

i2 i3 i4

 

ილუმინატის სიმბოლოები შეიძლება შეგხვდეთ ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერი ფორმით – ლიტერატურაში, არქიტექტურაში, მსოფლიოს დიდებულ ძეგლებში, დამწერლობაში და ა.შ. ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ილუმინატები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ცხოვრობდნენ, იყენებდნენ ორდენის სიმბოლოებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ მოღვაწეობაშიც. ჩვენთვის ჩვენი სიბოლოები ყოველთვის განუყოფელია ჩვენგან და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქმეში, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ იგებს, თუ რა არის ეს, ამიტომაც საკუთარ ვერსიებს ეყრდნობიან: მაგალითად, ზოგს ჰგონია, რომ ამ ყველაფერის უკან დგას ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს ბატონობა სურს (ან უკვე ბატონობს მსოფლიოზე); ზოგი ფიქრობს, რომ სიმბოლოებში ბოროტი ენერგიაა და ჩვენ ნელ-ნელა გვხდიან ეშმაკის მოციქულებს; ასევე ფიქრობენ, რომ სიმბოლოები საკუთარი თავის განდიდებისთვის შეიქმნა. რა თქმა უნდა, ყველა ეს ვერსია გახლავთ მცდარი. ზოგადად ადამიანი მაინც იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს ან იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია, თუმცა, ხშირად არასასურველის ხილვას ხელს უწყობენ მცირე დაჯგუფებები, რომლებიც სიმბოლოებს არასწორი დანიშნულებით იყენებენ და სიმბოლოთა საკუთარ ინტერპრეტაციას საყოველთაო ჭეშმარიტებად აცხადებენ, რაც ხელს უწყობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. აი, მაგალითად, ფოტოზე მოყვანილ სიტყვას თუ მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხავთ მიიღებთ “სიყვარულს“ (რასაც ამ ფორმით გთავაზობთ ჩვენ, ილუმინატები) თუმცა თუ ფოტოს ამოაბრუნებთ მიიღებთ “სიძულვილს“, რაც შესაძლოა რომელიმე დესტრუქციულმა პირობითად “მცირე“ დაჯგუფებამ წარმოგიდგინოთ.

სიყვარული/სიძულვილი

Love/Hate

i5

მაშასადამე, რასაც ვიწამებთ, იმასვე ვიღებთ, იმას ვხედავთ და ისევე ვცხოვრობთ.

ილუმინატების სიმბოლოებს უამრავი სხვადასხვა დანიშნულება გააჩნიათ. თითოეულ სიმბოლოს აქვს გარკვეული განმარტება ან განმარტებები, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს უნიკალური და ატარებდეს ინდივიდუალურ მნიშვნელობას. სხვადასხვა ნაწილები ქმნიან ერთ საერთო ფორმას, რომელიც შემდგომ აღნიშნავს რაიმე კონკრეტულს, მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ სურათზე:

i6

მეორე სურათი აღწერს ჩვენს ცხოვრებას, შუაში თვალია გამოსახული. აქ არის საჭე, რომლითაც ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას და რომელიც წარმოადგენს სოციალურ, მენტალურ, სულიერ, ფიზიკურ და სხვა მდგომარეობებს.

i7

მრავალი ადამიანი იყენებს ილუმინატების სიმბოლოებს თავიანთ ნამუშევრებში: მომღერლები, მხატვრები, მსახიობები, რეჟისორები… სიმბოლოების უამრავი სხვადასხვა ვერსიაა წარმოდგენილი მუსიკალურ კლიპებში, ფილმებში, ნახატებში და სხვა ნამუშევრებში. ბევრ ადამიანს აქვს ნათქვამი, რომ ჩვენი სიმბოლოების ტარებით ან სიმბოლოების გამოჩენით წარმატებისთვის მიუღწევია და სწორედ ამის დამსახურებად მიაჩნიათ საკუთარი ტრიუმფი. სიმბოლოებით სარგებლობენ ასევე ლოიალურობის ნიშნად, მაგალითად, ყელზე აქვთ ჩამოკიდებული და იყენებენ სამკაულად, ხოლო (ძირითადად) ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ილუმინატების შინაარსიის სიმბოლოებით შექმნილი ქანდაკებები უდგათ სახლებში ან ოფისებში როგორც სინათლისა და ცოდნის გამომხატველი “ძეგლი“.

ამ ყველაფერთან ერთად ილუმინატის სიმბოლოები კიდევ უფრო დიდ დანიშნულებას ატარებს. დედამიწაზე არის უამრავი ადამიანი, რომელიც სინათლეს ეძებს, რაღაც მნიშვნელოვანისკენ მიილტვის ისევე, როგორც თქვენ. როდესაც ამ სიმბოლოს ან თილისმას აჩენთ სხვასთან, ბევრი მოკავშირე გიჩნდებათ, ეს ცხოვრებისეულ მოგზაურობას უფრო საინტერესოს ხდის. ილუმინატის სიმბოლოები არის გზა მათთვის, ვინც ეძებს სიმართლეს და იდენტიფიცირებას ახდენს იმ ადამიანების, ვისაც ისეთივე ცხოვრების გზა აქვს არჩეული, როგორიც თქვენ!

ეს გახლავთ ილუმინატის ერთერთი ყველაზე ცნობილი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი:

ილუმინატი

(illuminati)

i8

რომელიც ერთნაირად იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ მისი ამობრუნების შემთხვევაშიც კი.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მრავალ ადამიანს მიუღწევია წარმატებისთვის, რომლებიც საკუთარ ტრიუმფს ილუმინატის სიმბოლოების სწორი განმარტების ცოდნასა და მათ სწორ გამოყენებას მიაწერენ. დიახ, ბევრ ადამიანს სურს ამშვენებდეს მეფის მოსასხამი, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია იმ ტვირთის ტარება, რაც მეფეებს უწევთ. როდესაც ძალაუფლება მოდის, მასთან ერთად ჩნდება სიმდიდრე, უსაფრთხოების განცდა და პრესტიჟი, თუმცა, ამ ყველაფრის შენარჩუნება ძალიან რთულია. ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ ძალაუფლება არის ვაშლივით, რომლის შუაგულიც მოწამლულია, ერთი ღ რ მ ა ნაკბენი და ყველაფერი დაიკარგება; ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ ის, ვინც გზას უძღვება, არავის არ უნდა გაჰყვეს უკან, ვინაიდან ლიდერისთვის არ უნდა არსებობდეს არანაირი სახელმძღვანელო, არანაირი ინსტრუქცია. მეფეს არ სჭირდება რუქა, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი გზა ააყვავებს და რომელი გაანადგურებს. ლიდერმა უნდა შეძლოს ყველანაირი სირთულის გზის გავლა, გათვალოს თითოეული შესაძლო ვარიანტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე მოუტანოს, და როცა დარწმუნდება, რომ გზის უსაფრთხოდ გავლას შეძლებს, შემდეგ გაუძღვეს თავის ხალხს, რომელიც მას უკან მოჰყვება. ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ ლიდერებმა უნდა დაიცვან ბალანსი თავიანთ პრივილეგიებსა და რეალურ პასუხისმგებლობას შორის, რადგან მათ უკან ძალიან ბევრი ადამიანია და ისინი მას ენდობიან. არ შეიძლება, ლიდერმა ისარგებლოს თავისი პრივილეგიებით ბოროტად, რადგან ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მას მიჰყვება, პასუხს მოთხოვს ამისათვის. მეფე, რომელიც დროს ატარებს და ქეიფობს თავის სასახლეში იმ დროს, როცა მისი ხალხი იხოცება შიმშილით, მალევე აღმოაჩენს, რომ თუ მისი ტიტული ვერ გადაიქცევა საჭმლად, რომელიც ხალხს დააპურებს, და მისი გვირგვინი არ გადაიქცევა წყლად, მის ხალხს ვეღარაფერი შეაჩერებს აჯანყებისგან.

მეფე არ არის ნამდვილი მეფე, თუ არავის არ უნდა, რომ მას გაჰყვეს უკან. თითოეულმა ილუმინატმა იცის, რომ ვიდრე საკუთარ თავზე აიღებს ლიდერის, მეფის პასუხისმგებლობას, უპირველესად უნდა გასცეს მართალი პასუხი კითხვას: არის თუ არა მზად, გაუძღვეს გზას მაშინაც კი, როცა მძიმე პერიოდი დგას და ხალხი მის მითითებას ელოდება? ყველას არ უნდა მეფობა, მაგრამ ნამდვილად უნდა ყველას კარგად ყოფნა. ჩვენ ოჯახში, სამსახურში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველას გვიწევს დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ იმ ტვირთის სატარებლად, რაც ცხოვრებამ მოგვცა. ჩვენ, ილუმინატები, ვთვლით, რომ თუ თქვენ გინდათ ლიდერობა, პირველ რიგში უნდა იპოვოთ ბილიკი, რომელზეც მხოლოდ თქვენ არ გაივლით და შეძლებთ თქვენს უკან მოსიარულე ხალხს გაუძღვეთ და ისინიც დაგემორჩილონ და მიჰყვნენ თქვენ მითითებას… და ბოლოს:

ირწმუნეთ ოცნება

Believe/Dream

i9

და გახსოვდეთ: ლიდერი არის ის, ვინც იცის გზა, მიდის ამ გზაზე, და აჩვენებს ამ გზას!

P.S. დეკემბერი საახალწლო სამზადისის თვეა და მხიარული საზეიმო განწყობის შესაქმნელად მოგიყვებით მოკლე ისტორიას, რომელიც XX საუკუნეში ფინეთში მოხდა.

მცირეწლოვანმა გოგონამ საახალწლოდ წერილი მიწერა სანტას, სადაც სთხოვდა 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის. ფინეთში არასწორი მისამართის მქონე წერილების გახსნის უფლება ჰქონდა მხოლოდ პრეზიდენტს. მაშასადამე, წერილი მისამართით “სანტას“ წაიკითხა ურჰო კალევა კეკონენმა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეესრულებინა საახალწლო თხოვნა, თუმცა, ჩათვალა, რომ 6 წლის ბავშვისთვის 100 მარკა ბევრი იყო და გასცა ბრძანება, პატარა ჰელგასთვის მისივე მანქანით გაეგზავნათ 50 მარკა და თან წერილი “სანტასგან“. ძალიან მალე კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი ბავშვისგან, სადაც ჰელგა წერდა “სანტას“, რომ ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე სთხოვდა სანტას, რომ აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა!

i10

ვულოცავ დამდეგ 2016 წელს ყველა ქართველ ძმას/დას; ვულოცავ ყველა ძმას მთელს მსოფლიოში, ვულოცავ სრულიად საქართველოს!

Frohes Neues Jahr!
Gott Nytt År!
Happy New Year!

Hyvää Uutta Vuotta!

Bonne Année!

An Nou fericit!

Felice Anno Nuovo!

新年あけましておめでとうございます!

שנה אזרחית טובה!

С Новым Годом!

პატივისცემით,

ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენის წარმომადგენელი, გიორგი მართალი!