დრო

10996643_1594619147487906_6795555608235622979_n

 

 

                    წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ბანკი, რომელსაც ყოველდღე გადაჰყავს თქვენს ანგარიშზე 86 400$. თანხა, რომელიც ამ თანხისგან რჩება დღიური ხარჯვების შემდეგ, არ გადადის შემდეგი დღის ანგარიშზე. ღამით ანგარიში ნულდება. რას უზამდით ამ ფულს? ალბათ იფიქრებთ:

“შევეცდები დავხარჯო ყველაფერი ბოლო
თეთრამდე”

ყველა ჩვენთაგანს აქვს ასეთი ბანკი. და ამ ბანკის სახელია – დრო. ყოველ დილით ჩვენ გვეძლევა სესხი 86 400 წამის ოდენობით. ყოველ ღამით ანგარიში ნულდება. ნაშთი არ გადადის შემდეგი დღის ანგარიშზე. ანგარიშზე არ არის მინუსი. ათვლა ყოველდღე ახლიდან იწყება. თქვენ თუ არ გამოიყენეთ დღიური სესხი – დანაკარგი მხოლოდ თქვენია. არ არსებობს გზა უკან. თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ სესხი მომდევნო დღიდან. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიცხოვროთ აწმყოთი იმ სესხის ხარჯზე, რომელიც გამოყოფილია ჩვენთვის ამ კონკრეტულ დღეს. იმისთვის, რომ მიაღწიოთ რამეს – მოახდინეთ თქვენი დროის ინვესტირება სწორად.

– იმისთვის, რომ გაიგოთ წლის ფასი – ჰკითხეთ
სტუდენტს, რომელმაც ვერ ჩააბარა გადამწყვეტი
გამოცდა.

– იმისთვის, რომ გაიგოთ თვის ფასი – ჰკითხეთ
დედას, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა.

– იმისთვის, რომ გაიგოთ დღის ფასი – ჰკითხეთ
მრავალშვილიან მშობელს, რომელსაც ბევრი
შრომა უწევს და დაბალი ხელფასი აქვს.

– იმისათვის, რომ გაიგოთ საათის ფასი – ჰკითხეთ
შეყვარებულებს, რომლებიც მოუთმენლად
ელოდებიან ერთმანეთთან შეხვედრას.

– იმისათვის, რომ გაიგოთ წუთის ფასი – ჰკითხეთ
ადამიანს, რომელმაც მატარებელზე დააგვიანა.

– იმისათვის, რომ გაიგოთ წამის ფასი – ჰკითხეთ
ადამიანს, რომელიც გადაურჩა ავარიას.

– იმისათვის, რომ გაიგოთ წამის მეასედის ფასი –
ჰკითხეთ ოლიმპიური თამაშების მონაწილე
სპორტსმენს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.