აშშ-ს პრეზიდენტი “ბავარიელი ილუმინატების” დამფუძნებელზე

weishaupt

ტომას ჯეფერსონი  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენი ვაისჰაუპტზე წერდა:

როგორც ჩანს, ვაისჰაუპტი თავდადებული ფილანტროპია. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლისრომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვაისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. იესო ქრისტე ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირებაქრისტეს მცნებები წარმოადგენს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას თავისუფლებასა და თანასწორობას. ვაისჰაუპტი ამბობსრომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვისროგორც იესო ნაზარეველს. ვაისჰაუპტი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნველყოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან:

             “ შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვის ნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“- ამბობდა ადამ ვაისჰაუპტი

             გამომდინარე იქიდან, რომ ვაისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ, მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბავარიიდან განდევნაფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა ბარუელის, მორსეს და რობინსონის ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვაისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი “თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით ადამ ვაისჰაუპტს რომ ეცხოვრა აქამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად.“